მოკლე აღწერა: ატომური სუბმარინის მაგივრად კაპიტანი ტომ ჯორჯი ღებულობს თავის განკარგულებაში ისტორიამდელ დიზელზე მომუშავე დაშლილ წყალქვეშა ნავს. გარეგნობიდან გამომდინარე, ერთადერთი რაც მას შეუძლია - ეს ბოლო და ძალიან სწრაფი წყალში ჩასვლაა. თუმცა მას ეს სულაც არ ანერვიულებს, ის ხომ ყველაზე მხიარული და მამაცი აშშ-ს ფლოტის კაპიტანია, ნამდვილი მეზღვაური სვირინგით ინტიმურ ადგილზე... ეკიპაჟიც ისეთივე ხასიათის შეუგროვდა - ამ ჯგუფზე უფრო ექსცენტრიული და მოუხერხებელი მატროსები ქვეყანაზე არ არსებობენ. ექსპერიმენტის სახით კი ნავზე ქალი-ოფიცერი დაინიშნება...მეზღვაურები ჭკუიდან იწყებენ გადასვლას...