ორშაბათი, 21.07.2025, 19:31
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დარიგებანი მართლმადიდებლური ოჯახის შესახებ
სიყვარულის საიდუმლო

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 nondie00
3 GioOo01
4 lelako40700
5 dachi00
6 jorjika00
7 სვანუკა01
8 jek000
9 HooLiGaN00
10 vachee00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » ქრისტიანული ოჯახი » სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე - საუბარი 1
23.12.2012, 20:47
მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

სიყვარულის საიდუმლო

საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე


აბერდენის უნივერსიტეტის, მოსკოვის სასულიერო აკადემიისა და კემბრიჯის უნივერისტეტის ღვთისმეტყველების საპატიო დოქტორის, მიტროპოლიტ ანტონ სუროჟელის წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს მსმენელებთან უშუალო საუბრის ჩანაწერს, სადაც გამომცემლების მიერ მაქსიმალურად შენარჩუნებულია მეუფის ცოცხალი სიტყვის ჟღერადობა. საუბარი შეეხება ქრისტიანული ქორწინებისა და ოჯახის საკითხს. მეუფე გადმოცემის საოცარი უშუალობით განმარტავს, თუ რა არის სიყვარული, როგორ იწყება იგი, რა თავისებურებები გააჩნია მას, ხაზს უსვამს, რომ ჭეშმარიტი ქრისტიანული ოჯახის საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ჭეშმარიტი ქრისტიანული სიყვარული. იგი ნათლად გადმოგვცემს შეუღლების საეკლესიო წესის სიღრმეს და მნიშვნელობას. წინამდებარე პუბლიკაციაში დაინტერესებული მკითხველი იპოვის ცოცხალ განმარტებებს სიყვარულისა და ქორწინების საიდუმლოს სიღრმეში ჩასაწვდომად.

საუბარი 1

გადავწყვიტე, ეს საუბარი ოჯახისა და ქორწინების საკითხს მივუძღვნა. ვფიქრობ, რომ მსოფლიოსთვის, რომლის წესადაც დღეს ცალკეულ ადამიანებს, საზოგადოებრივ ჯგუფებსა და ხალხებს შორის გათიშულობა, დაპირისპირება, დაძაბული ურთიერთობა ქცეულა, ეს თემა მეტად მნიშვნელოვანია.

ქორწინება სასწაულია დედამიწაზე. სამყაროში, სადაც ყველა და ყველაფერი განცალკევებისკენ მიილტვის, ქორწინება არის ადგილი, სადაც ორი ადამიანი ურთიერთსიყვარულით უკავშირდება ერთმანეთს. ესაა ადგილი, სადაც განხეთქილება თავდება და იწყება ერთობლივი ცხოვრების ხორცშესხმა. ამაში მდგომარეობს ადამიანურ ურთიერთობათა ყველაზე დიდი სასწაული: უცბად ორნი ერთ პიროვნებად იქცევიან, ორი პირი ურთიერთსიყვარულით და ერთმანეთის ბოლომდე მიღებით რაღაცით უფრო მეტი აღმოჩნდება, ვიდრე უბრალო წყვილი, ორი ადამიანი ერთ მთლიანობად იქცევა.

ამაზე ყოველ ადამიანს ჰმართებს დაფიქრება. ცალკე ცხოვრება მტანჯველია, მძიმეა, მაგრამ ამავე დროს, რაღაცით ადვილია და ჩვეულებრივი. ადამიანთა ინტერესები, გემოვნება განსხვავებულია, და ამიტომ ძალზე ადვილია, საკუთარ თავს უთხრა: მინდა იმით ვიცხოვრო, რაც მაინტერესებს. ზოგი მოგებისთვის ცხოვრობს, ზოგი - კულტურისთვის, ზოგი იდეალს ეძებს, მე კი თვითკმაყოფილი ერთეული ვარ, საკუთარი თავიც მყოფნის... და აი აქედან იწყება საზოგადოების, კაცობრიობის დაქსაქსვა. საბოლოო ჯამში, არაფერი რჩება იმ საოცარი, სასწაულებრივი ერთობისაგან, რაც შეიძლებოდა, რომ ადამიანთა შორის ყოფილიყო. ქორწინება კი, როგორც უკვე ვთქვი, არის ერთობის აღდგენის სასწაული იქ, სადაც მისი აღდგენა ადამიანური ძალით შეუძლებელია.

მაგრამ ამისათვის საჭიროა გავიაზროთ, თუ რა არის სიყვარული და როგორ შეგვიძლია დავუკავშირდეთ ერთმანეთს სიყვარულით. რადგან არსებობს სხვადასხვაგვარი სიყვარული, ამ სიტყვას ჩვენ ვხმარობთ ძალზე განსხვავებულ გარემოებებში. ვამბობთ, რომ გვიყვარს ღმერთი, გვიყვარს მშობლები, გვიყვარს ცოლი, ქმარი, ბავშვები; მაგრამ ასევე ვამბობთ, რომ გვიყვარს მეტად უმნიშვნელო საგნებიც. ვამბობთ, რომ მიყვარს ნაყინი, მიყვარს სეირნობა, მიყვარს ფეხბურთი, მიყვარს თეატრი, - ამით ამ წმინდა, გასაოცარ სიტყვას ვამცირებთ, ვამდაბლებთ თვით სიტყვის ღირსებას და ამ არეულ-დარეულობის მსხვერპლი თავადვე ვხდებით.

სიყვარული საოცარი გრძნობაა, მაგრამ იგი არ არის მარტო გრძნობა, არამედ ესაა ადამიანის მთელი არსების მდგომარეობა. სიყვარული იმ მომენტში იწყება, როდესაც ჩემს წინ დავინახავ ადამიანს და ჩავწვდები მის სიღრმეს, როდესაც უეცრად დავინახავ მთელ მის არსს. რა თქმა უნდა, როდესაც ვამბობ: „ვხედავ", ეს ნიშნავს არა იმას, რომ „ვწვდები გონებით" ან „ვხედავ თვალებით", არამედ - „ვწვდები მთელი ჩემი არსებით". იგი შეიძლება შევადაროთ, მაგალითად, მუსიკის, ბუნების, ხელოვნების ნაწარმოების მშვენიერებით გამოწვეულ განცდას, როდესაც ვდგავარ მის წინაშე გაოცებული, დადუმებული და აღვიქვამ მხოლოდ იმას, რაც ჩემს წინაშეა და არანაირი სიტყვით არ ძალმიძს ამის გამოთქმა, არა თუ ამოძახილით: „ღმერთო ჩემო!, რა მშვენიერია!.." ადამიანის სიყვარულის საიდუმლო იმ მომენტში იწყება, როდესაც ვუმზერთ მას მისი ფლობის სურვილის გარეშე, მასზე ძალაუფლების ქონის სურვილის გარეშე, მისი ნიჭიერების ან მისი პიროვნების რაიმე გზით გამოყენების სურვილის გარეშე, - მხოლოდ ვუმზერთ და ვოცდებით იმ მშვენიერებით, რომელიც ჩვენს წინაშე იშლება.



კატეგორია: სიყვარულის საიდუმლო | დაამატა: jozif | ტეგები: საუბარი, ქორწინებაზე, ქრისტიანულ
ნანახია: 898 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "საუბარი ქრისტიანულ ქორწინებაზე - საუბარი 1"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: საუბარი, ქორწინებაზე, ქრისტიანულ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
ორშაბათი
21.07.2025
19:31


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3818
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3604
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3572
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3332
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3306
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3301
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3259
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2950
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2912
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2752
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1993
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1878
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1475
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1681
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1493
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1756
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1647
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1587
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1471
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2950
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2025
>