ორშაბათი, 20.05.2024, 17:13
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ღმერთზე
ეკლესიასა და ცხონებაზე

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 meushmar00
3 raulif8200
4 gigagogaberishvili00
5 maiarevi00
6 tamilacecxladze201600
7 naspanidze00
8 apavliashvili00
9 gelamatiashvili196900
10 nanademetrashvili00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » მამათა გამონათქვამები » ეკლესიასა და ცხონებაზე

ეკლესიასა და ცხონებაზე
30.01.2013, 20:06
ეკლესიასა და ცხონებაზე


ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი

გაუფრთხილდით და დაიცავით ჭეშმარიტი მართლმადიდებელი სარწმუნოება, რადგან მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესია ინახავს უძველესი სამოციქულო და განუყოფელი ეკლესიის რწმენასა და ტრადიციებს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ვინც გამოეყოფა ეკლესიას... ის თვითონ სჯის თავის თავს, სწორედ ამიტომ ამბობს პავლე მოციქული, რომ მათ პირველი და მეორე შეგონების შემდეგ განეშორეო.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ეკლესიის ერთობისაგან განშორებულ ნებისმიერ ადამიანს, დაე თუნდ მისი ცხოვრება შექების ღირსი იყოს, ვერ ექნება საუკუნო ნეტარი ცხოვრება სწორედ იმ ერთი უსჯულოების, ქრისტესთან ერთობისაგან განშორების გამო, და მას ღმერთის რისხვა ეწევა.
ნეტარი ავგუსტინე

ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს ადამიანს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
წმ. ეფრემ ასური

ეკლესიის გარეთ ცხონება არ არის: ღვთის სახლი ერთია და არავის ძალუძს გადარჩეს სადმე სხვაგან, თუ არა ეკლესიაში... ყოველი, ვინც განეშორება ეკლესიას, უცხო ხდება ეკლესიის აღთქმისთვის. ქრისტეს მშვიდობისა და თანხმობის დამარღვეველი ქრისტეს წინააღმდეგ მოქმედებს.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

ეპისკოპოსობა ერთობაა, რომელშიც თითოეული ცალ-ცალკე და ყველა ერთად მონაწილეობს, ასევე ერთია და განუყოფელი კათოლიკე ეკლესია, ამიტომაც უნდა შეერთდეს იგი იერარქების ურთიერთკავშირით ერთ მთლიანობად.
წმინდა კვიპრიანე კართაგენელი

სადაც ეკლესიაა, იქ არის სული წმიდაც... ამიტომ, ვისაც მასთან (ეკლესიასთან) წილი არა აქვს, იგი არ საზრდოობს ქრისტეს სხეულიდან მომდინარე უწმინდესი წყაროდან, რომელიც მარადიულ ცხოვრებას გვაზიარებს.
წმინდა ირინეოს ლიონელი

ერთია სხეული, შემდგარი მრავალი ნაწილისგან. ეკლესიის ერთიან სხეულს მოციქული ქრისტეს უწოდებს, რადგან იგია თავი ამ სხეულისა.
ნეტარი თეოდორიტე

ეკლესიის არსს მხოლოდ ის მიხვდება და იგრძნობს, ვინც ეკლესიურად ცხოვრობს. გარეშე მაყურებელი კი მხოლოდ მის ზედაპირულ მხარეს ხედავს; სული, ძალა და დიდება ეკლესიისა მისთვის უხილავი და შეუცნობელი რჩება, რადგან თვითონაც უსულოდ ცხოვრობს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან.
წმ. სერაფიმე საროველი

ყველა ის სიკეთე, რომლებითაც ადამიანი ამქვეყნად დასტკბება, მხოლოდ მცირე წვეთებია ულევი წყაროს სიხარულთან შედარებით, რითაც ნეტარნი განიხარებენ და დასტკბებიან ცათა შინა.
წმ. იოანე ოქროპირი

უბედურზე უბედურია ის, ვინც მომავალ საუკუნო ნეტარებას ცათა შინა მსხვერპლად გაიღებს აწინდელი წუთიერი ქვეყნიური ცხოვრებისათვის.
წმ. იოანე ოქროპირი

შეუძლებელია ხომალდის გარეშე ზღვის გადაცურვა. ქრისტეს წმინდა ეკლესია კი იგივეა ამ სოფელში, რაც ხომალდი ზღვაში. უფალი (განმგებელი) ამ სულიერი ხომალდისა მამა ღმერთია, მესაჭე – მხოლოდშობილი ძეჲ მისი, კეთილი ნიავი – სული წმიდა; ღვთისდა დამორჩილებულნი მენიჩბენი – მოციქულნი და მათი მემკვიდრენი, - მწყემსნი ეკლესიისანი და მოძღვარნი. გემბანზე მყოფნი – ყველა მართლმადიდებელნი ქრისტიანენი. ფსკერი და სიმაგრე ხომალდისა – ეს წმიდა სამებისადმი მართალი რწმენაა; მისი უკანა და წინა ნაწილები, აგრეთვე, საჭე გამოხატავენ რწმენის ჭეშმარიტ დოგმატებს, საღმრთო მცნებებს, საეკლესიო გადმოცემებს, სამოციქულო და საეკლესიო კრებათა განწესებებს. ანძა ქრისტეს პატიოსანი და ცხოველსმყოფელი ჯვარია, რომლითაც ეკლესიაში ყოველივე ერთიანდება და განმტკიცდება; იალქანი სიყვარულია, ღუზა – იმედი. ამ სულიერ ხომალდს, ანუ ეკლესიას, ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან გადაჰყავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლები, ამ სოფლის ზღვის გავლით, ზეციურ სასუფეველში. თუმცა, ღელავს ზღვა და მრისხანე ტალღები აღიძვრიან (რაც დევნასა და წამებას განასახიერებს), მაგრამ ხომალდი არ დაინთქმის. რამდენი მტერი და მდევარიც არ უნდა აღსდგეს წმიდა ეკლესიის წინააღმდეგ, იგი არასოდეს არ დამარცხდება, რამეთუ განმტკიცდება უფლის სიტყვისაებრ: „...აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას".
წმინდა იოანე ოქროპირი

ქრისტიანმა სულის ხსნა თავის ერთადერთ, უმთავრეს მიზნად უნდა დაისახოს, ყველაფერი დანარჩენი კი საშუალებებად ამ მიზნის მისაღწევად.
ყველა ამქვეყნიური საქმე, რა მნიშვნელოვანი და დიდიც არ უნდა გვეჩვენოს, წვრილმანი საქმიანობაა. უპირველესი და უმნიშვნელოვანესი ყველა საქმეთა შორის ჩვენი ხსნა უნდა იყოს.
მღვდელი აბრამ ნეკრასოვი

ეკლესიის გარეშე სულის გადარჩენის მოიმედენი მწარედ ცდებიან.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლებად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოფენ, მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგან ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი

აწინდელ, ქვეყნიურ დიდებასა და მომავალ, ზეციურ დიდებას შორის ისეთივე განსხვავებაა, როგორიც სიზმარსა და ცხადს შორის.
წმ. იოანე ოქროპირი

ადამიანისათვის დამახასიათებელია ლტოლვა ნეტარებისაკენ, ანუ როგორც ზოგჯერ უწოდებენ – ბედნიერებისაკენ. ოღონდ ბედნიერება ესაა ნეტარება წუთიერი, ხოლო ნეტარება კი ბედნიერებაა მარადიული. გზა ნეტარებისაკენ წარემართება ღვთიურთა მცნებათა აღსრულებით.
წმინდა იოანე ოქროპირი

მოციქულთა დროიდან და შემდგომ მრავალი მწვალებლობა შემოქრილა ეკლესიაში... მაგრამ ეკლესია განუყოფელი და შეურყვნელი დარჩა და უკუნისამდე ასეთი იქნება, მაშინ, როდესაც ბილწებათა მოქმედნი აუცილებლად აღმოიფხვრებიან ეკლესიიდან.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ვმოწმობ ღვთისა და ერის წინაშე. მათ (მწვალებლებმა) თავად მოწყვიტეს საკუთარი თავი ქრისტეს სხეულს, უზენაეს საყდარს, სადაც ქრისტემ რწმენის გასაღები დადო, მას ვერც აქამდე ძლიეს და ვერც უკუნისამდე ძლევენ ბჭენი ჯოჯოხეთისანი - მწვალებელთა ბაგენი.
ღირსი თეოდორე სტუდიელი

ცათა სასუფეველი არ მოვა, თუ არ შევქმნით ცათა სასუფეველს ჩვენში. იგივე შეგვიძლია ვთქვათ ცეცხლოვან გეენიაზე. მრავალი ადამიანისათვის უკვე დადგა ჯოჯოხეთი.
მღვდელი ალექსანდრე ელჩანინოვი

რწმენის აღმსარებლობა გვასწავლის წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ერთადერთობას, რათა განერიდო ბილწ, მწვალებლურ საზოგადოებებს და მარად იმყოფებოდე წმიდა კათოლიკე (საყოველთაო) ეკლესიაში.
წმინდა კირილე იერუსალიმელი

ცხონების საქმეს ვერ იქმ ქრისტეს გარეშე, ქრისტე კი ვერ იქმს შენს გარეშე.
წმინდა ფილარეტ მოსკოველი

როგორც ჭამის სურვილი არ კლავს შიმშილს, როგორც წყლის დალევის სურვილი არ სპობს წყურვილს და ვაჭრობის სურვილი არ გაგამდიდრებს, ისე მხოლოდ ცხონების სურვილი ვერ გაცხონებს.

დეკანოზი აბრაამ ნეკრასოვი


კატეგორია: ეკლესიასა და ცხონებაზე | დაამატა: jozif | ტეგები: ცხონებაზე, ეკლესიასა
ნანახია: 987 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "ეკლესიასა და ცხონებაზე"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: ცხონებაზე, ეკლესიასა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
ორშაბათი
20.05.2024
17:13


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3761
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3539
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3427
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3276
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3227
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3209
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3204
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2858
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2853
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2687
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1412
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1563
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1385
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1510
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1674
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1425
კომენტარები: 0
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1932
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1781
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1625
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2858
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2024
>