ორშაბათი, 21.07.2025, 17:58
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
სიტყვანი
ქადაგებანი
ბიბლიოთეკა

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 nondie00
3 GioOo01
4 lelako40700
5 dachi00
6 jorjika00
7 სვანუკა01
8 jek000
9 HooLiGaN00
10 vachee00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » წერილები, ქადაგებები » სიტყვანი

2010, მიმართვა ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტის მონაწილეებს
19.01.2013, 19:55
უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
მიმართვა ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტის მონაწილეებს


„ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „მშვიდობა უნდა ყველას,
მაგრამ მშვიდობის დამყარება ყველას თავისებურად აქვს წარმოდგენილი"


თქვენო უწმინდესობავ,
ბატონებო და ქალბატონებო,

პირველ რიგში, გულითადად მივესალმები აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ბატონ ილხამ ალიევს, ქალბატონ მეხრიბან-ხანუმს და აზერბაიჯანის ხელისუფალთ, ასევე ჩემს ძმას, შეიხულ ისლამ ალახ-შუქურ ფაშა ზადეს და ყველა აქ დამსწრეს.

ვწუხვარ, რომ ჩემგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ვერ ვესწრები რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტს, რომელიც ბაქოში ტარდება და რომელიც მეტად აქტუალურ თემებს განიხილავს; მიუხედავად ამისა, მსურს, ჩემი პოზიცია მოკლე მიმართვით გამოვხატო.

ჩვენ ვცხოვრობთ მეტად რთულ დროს, როცა მსოფლიოში მიმდინარეობს პროცესი გლობალური ცვლილებებისა, რასაც თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები აქვს და ამ შეკრების მიზეზი და მიზანიც სწორედ არსებული სიტუაციის გაანალიზებაა.

მოგეხსენებათ, კაცობრიობამ ბოლო პერიოდში ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგა წინ მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების თვალსაზრისით, მაგრამ ასეთივე დიდი ნაბიჯი გადაიდგა უკან, სულიერ სფეროში. ამის შედეგია თუნდაც ის, რომ რაც ზნეობრივი თვალსაზრისით ყოველთვის მიუღებელი იყო ფართო საზოგადოებისათვის, ახლა ჩვენი ყოფის ნორმად სურთ წარმოაჩინონ და ეს ადამიანის „ბუნებრივი" მოთხოვნილებებით ახსნან.

ღმერთმა თავისი მცნებებით მოგვცა ზუსტი განსაზღვრება ადამიანის დანიშნულებისაც და იმისაც, თუ რა არის მისთვის კარგი და რა - უარსაყოფი.

სერიოზული განსხვავების მიუხედავად, თითქმის ყველა რელიგია ერთმანეთის მსგავს ზნეობრივ ნორმებს აღიარებს და ქადაგებს. ბუნებრივია, იბადება კითხვა: ვის სჭირდება და რატომ უბიძგებენ საზოგადოებას ამ საკითხისადმი სეკულარული მიდგომისკენ, რაც ცოდვის ლეგალიზებას ნიშნავს?

გლობალიზაციის პროცესის თანამდევად იქცა შეტევა ეროვნულ ფასეულობებზეც და მათ ნაცვლად კოსმოპოლიტური ღირებულებების შემოთავაზება, რაც ასევე არასწორია.

პიროვნება - ოჯახი - სამშობლო - მსოფლიო.

სიყვარულის ასეთი საფეხურებრივი განვითარებებისთვისაა ადამიანი მოწოდებული. თუ ამ ჯაჭვში რომელიმე რგოლი იქნა ამოღებული, ყალბი ურთიერთობების დამკვიდრებას შევუწყობთ ხელს, რაც თავის უარყოფით შედეგს მალევე გამოიღებს.

ესა თუ ის ხალხი საუკუნეების მანძილზე სისხლს ღვრიდა თავისი სამშობლოსათვის და ქმნიდა თავის ტრადიციებს. ჩვენ ამას პატივი უნდა ვცეთ.

მსოფლიო მშვენიერია თავისი მრავალფეროვნებით. ეს მისი ღვთივდადგენილი მდგომარეობაა და ამიტომ კაცობრიობამ უნდა შეინარჩუნოს თავისი ისტორიულად ჩამოყალიბებული კულტურული იდენტურობა.

მაგრამ, ამავე დროს, ძალიან მნიშვნელოვანია კულტურათა შორის ურთიერთობა და ცივილიზაციათა დიალოგი.

ერებმა და ცალკეულმა პიროვნებებმაც უნდა შეისწავლონ და დააფასონ ამა თუ იმ ხალხის მონაპოვარი და, ამასთან, შეძენილი ცოდნით გაამდიდრონ თავისი კულტურა.

გლობალიზაციის პროცესი, რა თქმა უნდა, ვლინდება ეკონომიკისა და პოლიტიკის სფეროში. ლაპარაკია ახალ მსოფლიო წესრიგზე, ტრანსნაციონალური კომპანიების შექმნაზე. ამავე დროს ხშირად საუბრობენ ადამიანის უფლებათა დაცვაზეც. სამწუხაროდ, კარგი იდეები ასეთივე კარგი შედეგებით ზოგჯერ არ გვახარებენ.

ჩემს სამშობლოში მიმდინარე მოვლენები ამის გამოხატულებაა. ჩვენ დიდი ქვეყნების ინტერესების გადაკვეთის ადგილს წარმოვადგენთ და ამიტომაც გვაქვს სერიოზული პრობლემები, განსაკუთრებით ტერიტორიული მთლიანობის თვალსაზრისით. მსგავსი სიტუაციაა სხვა ქვეყნებშიც.

მიმაჩნია, რომ დროა ვისწავლოთ ერთმანეთის მოსმენა და მშვიდობიანი თანაარსებობა. ჩვენ უნდა დავძლიოთ კატეგორიული აზროვნება და ძალის პოზიციით მოქმედება.

ნეტარი ავგუსტინე ბრძანებს: „მშვიდობა უნდა ყველას, მაგრამ მშვიდობის დამყარება ყველას თავისებურად აქვს წარმოდგენილი".

თუ მართლაც გვსურს სახელმწიფოებს, თუნდაც რეგიონებს შორის მშვიდობამ დაისადგუროს, ისტორიულ სამართლიანობაზე დამყარებული მშვიდობა უნდა მოვიპოვოთ. ეს აქსიომაა.

აქედან გამომდინარე, საქართველო ვერასოდეს შეეგუება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის გამოყოფას, რაც იქნება საზიანო როგორც ქართველებისთვის, ისე აფხაზებისა და ოსებისთვის და, ამავე დროს, ძალიან ცუდი მაგალითის მიმცემი მთელი კაცობრიობისათვის.

ასე რომ, გლობალიზაციის პროცესი, მართალია გარდაუვალია, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია და ვალდებულნიც ვართ, გარკვეული კორექტივები შევიტანოთ იქ, სადაც ეს აუცილებელია და ვფიქრობ, მსოფლიო საზოგადოება არ იქნება გულგრილი ამ მცდელობების მიმართ.

ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს მომავალი თაობის სწორად აღზრდა. ამიტომაც უნდა ვეცადოთ საუბრები ზნეობრივ ღირებულებებზე, ერთვნულ ფასეულობებზე, სიცოცხლის აზრზე, სიკეთესა და ბოროტებაზე უფრო აქტუალური გავხადოთ.

და საერთოდაც, ყველასათვის აუცილებელია გაცნობიერება იმისა, რომ ჩვენ ვდგავართ არჩევანის წინაშე: ვართ ან ღმერთთან, ან ბოროტის სამსახურში.

მართალია, ადამიანი სუსტია, მაგრამ მას აქვს შესაძლებლობა, ღვთის ძალა მოიხმაროს სიკეთის მსახურებისათვის და გახდეს უძლეველი.

უფალმა თითოეულ ჩვენგანს მისცა შესაძლებლობა დედამიწაზე თანაშემოქმედებითი საქმიანობისა, რათა მან იგი შემოქმედთან კავშირში უფრო ლამაზი და მშვენიერი გახადოს. ესაა ხელოვნების, მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარების მთავარი არსი, ხოლო როდესაც ადამიანის ნამოქმედარი კი არ სრულყოფს ღვთის ქმნილებას და არ იცავს მის მიერ დადგენილ წესრიგს, არამედ სახეს უცვლის, არღვევს ან ანგრევს მას, ბუნებრივია, ვცოდავთ და სასჯელსაც დავიმსახურებთ.

არჩევანი ჩვენზეა.

ერთი რამ კი ცხადია - რწმენის გარეშე საზოგადოებას მომავალი არ აქვს.

ინებოს ღმერთმა, რომ კაცობრიობამ განვითარების ამ მეტად რთულ პერიოდში სწორი ნაბიჯები გადადგას.

ბოლოს ყველას კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ წარმატებებს თქვენს ღვთისსათნო საქმიანობაში.


ილია II 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი


კატეგორია: სიტყვანი | დაამატა: jozif | ტეგები: რელიგიურ, ლიდერთა, სამიტის, 2010, ბაქოს, მსოფლიო, მიმართვა, მონაწილეებს
ნანახია: 887 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "2010, მიმართვა ბაქოს რელიგიურ ლიდერთა მსოფლიო სამიტის მონაწილეებს"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: რელიგიურ, ლიდერთა, სამიტის, 2010, ბაქოს, მსოფლიო, მიმართვა, მონაწილეებს

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
ორშაბათი
21.07.2025
17:58


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3818
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3604
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3572
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3332
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3306
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3301
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3259
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2950
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2912
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2752
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1993
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1878
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1475
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1681
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1493
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1756
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1647
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1587
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1471
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2950
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2025
>