მოკლე აღწერა: სამი პარალელური ამბავი, რომელიც პოზეტოს ჟლეტის წინ ხდება. მთავარი გმირები არიან - საბედისწერო ლამაზმანი, რომელიც მდიდარ მამაკაცებს უგებს მახეს, მღვდელი, რომელიც დიასახლისზეა შეყვარებული და ცხოვრებამობეზრებული ომის ვეტერანი, რომელიც მასწავლებელი გახდა და ახლა ერთ-ერთი თავისი მოსწავლე უყვარს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავებული ადამიანები არიან, რომლებიც სიყვარულს, ცოდვებისგან განწმენდას და ცხოვრებაში მეორე შანსს ეძებენ. ცხოვრებაში, რომელიც აუცილებლად დაიწყება, როდესაც ეს ტრაგიკული მოვლენები დასრულდება.