პარასკევი, 17.05.2024, 14:11
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
დიდი სჯულისკანონი
ქართული კანონმდებლობა ეკლესიასთან დაკავშირებით
სტატიები საეკლესიო სამართალზე
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის განჩინებანი

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 meushmar00
3 raulif8200
4 gigagogaberishvili00
5 maiarevi00
6 tamilacecxladze201600
7 naspanidze00
8 apavliashvili00
9 gelamatiashvili196900
10 nanademetrashvili00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » საეკლესიო სამართალი » ქართული კანონმდებლობა ეკლესიასთან დაკავშირებით

შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის პრობაციონერთა და არაპატიმა
16.01.2013, 18:44
შ ე თ ა ნ ხ მ ე ბ ა
საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში


საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია (შემდგომში - ეკლესია), რომელსაც წარმოადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II და საქართველოს იუსტიციის სამინისტრო (შემდგომში - სამინისტრო), რომელსაც წარმოადგენს მინისტრი გია ქავთარაძე

- ვადასტურებთ ეკლესიის უდიდეს მნიშვნელობას ერის სულიერ განვითარებაში;

- გამოვთქვამთ მზადყოფნას ურთიერთთანამშრომლობით ხელი შევუწყოთ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობას;

- ვგრძნობთ პასუხისმგებლობას საქართველოში ყოველი პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებული პირის წინაშე;

- ვადასტურებთ პრობაციის, როგორც პატიმრობის ალტერნატივის, სისტემაში ეკლესიის კეთილისმყოფელი როლის გასაძლიერებლად და პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რელიგიური უფლებების უზრუნველსაყოფად ქმედითი ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობას,

„საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის კონსტიტუციური შეთანხმების" (2002 წლის 14 ოქტომბერი) პირველი მუხლის საფუძველზე ვდებთ შემდეგ შეთანხმებას:

მუხლი 1. მოქმედების სფერო

წინამდებარე შეთანხმებით დადგენილია ეკლესიასა და სამინისტროს შორის თანამშრომლობის წესი და ფორმები პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციის სფეროში.

მუხლი 2. თანამშრომლობის პრინციპები და ფორმები

1. მხარეებს შორის თანამშრომლობა ეფუძნება ურთიერთპატივისცემისა და თანასწორობის პრინციპს.

2. მხარეები ითანამშრომლებენ შემდეგი ფორმებით:

ა) ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების შექმნა და განხორციელება;
ბ) არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში რელიგიური უფლებების რეალიზაციის პირობების შექმნა;
გ) თანამშრომლობის სფეროში ერთობლივი სემინარების, კონფერენციების, სიმპოზიუმების და სხვა მსგავსი ღონისძიებების გამართვა;
დ) ერთობლივი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება შესაბამისი სამართლებრივი ბაზის სრულყოფის მიზნით, კერძოდ, თანამშრომლობის სფეროსთან დაკავშირებელი ნორმატიული აქტების პროექტების ერთობლივი მომზადება.

3. თითოეული მხარე იღებს ვალდებულებას, მის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს მეორე მხარის ინტერესის საგანს და რომელიც ეხება თანამშრომლობის სფეროს, მოიწვიოს მეორე მხარე.

4. სამინისტრო იღებს ვალდებულებას ეკლესიას მიაწოდოს ნორმატიული აქტების ის პროექტები, რომლებიც ეხება თანამშრომლობის სფეროს.

მუხლი 3. ღვთისმსახურებისათვის საჭირო პირობების შექმნა

1. სამინისტრო უზრუნველყოფს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში ღვთისმსახურებისათვის საჭირო პირობების შექმნას.

2. სამინისტრო ამ მუხლის წინა პუნქტით დადგენილ ვალდებულების აღსრულებისას გაითვალისწინებს ეკლესიის რეკომენდაციებს.

3. სამინისტრო უზრუნველყოფს არაპატიმარ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რელიგიური უფლებების რეალიზაციისათვის საჭირო გარანტიების შექმნასა და დაცვას, მათ შორის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ბიუროებში ეკლესიის ღვთისმსახურთა დაუბრკოლებელ დაშვებას საპატრიარქოსთან შეთანხმებით.

მუხლი 4. ეკლესიის ღვთისმსახურთა და პრობაციონერთა სისტემატური შეხვედრების მოწყობა.

1. მხარეები უზრუნველყოფენ ეკლესიის ღვთისმსახურთა და პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა სისტემატური შეხვედრების მოწყობას.

2. საქართველოს საპატრიარქო, იუსტიციის სამინისტროსთან შეთანხმებით, ორგანიზებას გაუწევს არამართლმადიდებელ პრობაციონერთა და არაპატიმარ მსჯავრდებულთა რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას.

მუხლი 5. პრობაციონერთა ჩართვა შრომით საქმიანობაში

1. არაპატიმარ მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა სურვილის შემთხვევაში, ეკლესია ხელს შეუწყობს მათ მონაწილეობას ეკლესია-მონასტრების მშენებლობაში, აგრეთვე საეკლესიო-სამონასტრო მეურნეობებში დასაქმებას იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება კანონიკური სამართლის ფარგლებში.

2. საპატრიარქო და იუსტიციის სამინისტრო ერთობლივად იზრუნებენ პრობაციონერი და არაპატიმარი მსჯავრდებულებისთვის სახელოსნოების შექმნასა და მათთვის (სურვილისამებრ) გარკვეული სპეციალიზაციის დაუფლებაზე.

მუხლი 6. შეთანხმების ოფიციალური გამოქვეყნება

1. წინამდებარე შეთანხმება ექვემდებარება ოფიციალურ გამოქვეყნებას.

2. ეკლესია შეთანხმებას გამოაქვეყნებს „საქართველოს საპატრიარქოს უწყებანში", ხოლო სამინისტრო - „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში".

3. თითოეული მხარე ვალდებულია, მეორე მხარეს ოფიციალურად აცნობოს ამ მუხლის წინა პუნქტით დადგენილი ვალდებულებების შესრულების შესახებ.

მუხლი 7. შეთანხმების ძალაში შესვლა.

წინამდებარე შეთანხმება ძალას იძენს ამ შეთანხმების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ბოლო გამოქვეყნების დღიდან მეშვიდე დღეს.


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი,
უწმიდესი და უნეტარესი

ილია II


კატეგორია: ქართული კანონმდებლობა ეკლესიასთან დაკავშირებით | დაამატა: jozif | ტეგები: სამოციქულო, საქართველოს, იუსტიციის, ეკლესიასა, შორის, შეთანხმება, მართლმადიდებელ, სამინისტროს, ავტოკეფალურ
ნანახია: 970 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 1.0/1
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "შეთანხმება საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიასა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შორის პრობაციონერთა და არაპატიმა"

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
პარასკევი
17.05.2024
14:11


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3760
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3539
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3424
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3276
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3226
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3208
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3204
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2857
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2853
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2687
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1412
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1563
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1383
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1510
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1674
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1425
კომენტარები: 0
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1932
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1781
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1625
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2857
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2024
>