სულ კატალოგში მასალაა: 107 ნაჩვენებია მასალა: 1-15 |
გვერდები: 1 2 3 ... 7 8 » |
დამატებულია: 21.07.2013 -2:53
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სააღდგომო ეპისტოლე |
ნახვები: 1003 | დაამატა: jozif | თარიღი: 21.07.2013
უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II სააღდგომო ეპისტოლე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
|
დამატებულია: 30.01.2013 -2:24
ეკლესიასა და ცხონებაზე |
ნახვები: 985 | დაამატა: jozif | თარიღი: 30.01.2013
ეკლესიასა და ცხონებაზე
ყოველი ვინც ეკლესიას განეშორება, მემრუშე ცოლს ემსგავსება და უცხო ექმნება ეკლესიისათვის აღთქმულ სუფევას. ვინც განუდგება ეკლესიას, ის აკლდება ქრისტეს მიერ დაპირებულ ჯილდოს. იგი უცხო, უხმარი, მტერია ეკლესიისა... ეკლესიის გარეშე მდგომი კაცის ცხონება მხოლოდ მაშინ იქნებოდა შესაძლებელი, ვინმე რომ გადარჩენილიყო წარღვნის დროს ისეთი, ვინც ნოეს კიდობანში არ იჯდა.
წმ. კიპრიანე კართაგენელი
|
დამატებულია: 30.01.2013 -2:5
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი „საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა“ |
ნახვები: 1025 | დაამატა: jozif | თარიღი: 30.01.2013
წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელი საეკლესიო თხრობა და საიდუმლო ჭვრეტა
აღნიშნული შრომა, რომელიც ჟ. მინის გამოცემაში წმ. გერმანე კონსტანტინეპოლელის ავტორობითაა წარმოდგენილი (PG. 98, col. 381-454), ძველ ქართულად ცნობილია ორი ძირითადი რედაქციით. მის ავტორებად მითითებულია წმ. ბასილი, წმ. მაქსიმე და „სხუანი მამანი". ბერძნულ ტექსტში არის ზოგი საღვთისმსახურო ტერმინი და მითითება, რაც დღეისათვის ძნელად დასადგენია. ამიტომ, წინამდებარე თარგმანის რამდენიმე ადგილი არ გამორიცხავს შემდგომ დაზუსტებას. თარგმანში მოცემულია ცდა ბერძნულ ტერმინებთან პარალელში ძველი ქართული შესატყვისების მითითებისა.
|
დამატებულია: 27.01.2013 -2:54
მფარველობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა |
ნახვები: 1055 | დაამატა: jozif | თარიღი: 27.01.2013
მფარველობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა
ბერძენთა იმპერატორის ლეონ ბრძენის მეფობის დროს, მეხუთე საუკუნეში, პირველ ოქტომბერს, დიდებულ ვლაქერნის ეკლესიაში, რომელიც იყო აშენებული სტამბოლში ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელზე, სრულდებოდა ღამისთევის ლოცვა. ტაძარი სავსე იყო მლოცველებით, რომელთა შორის იყო ანდრია სალოსი. ღამის მეოთხე საათზე ანდრია სალოსმა აღაპყრნო თვალნი თვისნი ზეცას და დაინახა, რომ ვითომც ტაძარს აღარ ჰქონდა თაღები და გუმბათი და დაინახა ზეციური დედოფალი - ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი. ანათებდა რა როგორც მზე, ის იდგა ჰაერში, და მის გარშემო იდგნენ წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელ-მთავარნი, მოწამენი და ყოველნი ზეციურნი ძალნი, და ფარავდა რა თავისი წმიდა ომოფორით ქრისტიანებს, ევედრებოდა მათთვის ძესა თვისსა და ღმერთსა ჩვენსა. წმინდა ანდრიამ ჰკითხა იქვე მდგომ თავის მოწაფეს - ნეტარ ეპიფანეს: „ხედავ, ძმაო, ქვეყნის შუა მდგომელს?" - ვხედავ, წმიდაო მამაო, და შეძრწუნებული ვარ, მიუგო მან. - იმ დროიდან დადგენილია დღესასწაული ღვთისმშობლის მფარველობისა, რათა ქრისტიანებს ახსოვდეთ ეს სასწაული და იცოდნენ ვის უნდა მივმართოთ გაჭირვების დროს და ვის უნდა შევწიროთ სამადლობელი მსხვერპლი, როცა გასაჭირისგან განვთავისუფლდებით.
|
დამატებულია: 27.01.2013 -2:16
ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს (მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლ |
ნახვები: 1017 | დაამატა: jozif | თარიღი: 27.01.2013
ხსნა მეორე მსოფლიო ომის დროს მართლმადედებელი ეკლესიის გადარჩენა ბოლშევიკურ იმპერიაში და კაცობრიობის ხსნა ფაშიზმისგან ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მეოხებით
უმძიმესი განსაცდელი დაატყდა თავს კაცობრიობას XX საუკუნეში: რევოლუციები, სამოქალაქო ომები, ბოლშევიკების აღზევება და მათმიერი უსასტიკესი ტერორი, შიმშილობანი, მასობრივი რეპრესიები და ბოლოს, 1939-1945 წლების მსოფლიო ომი. ბევრი ძლევამოსილი სახელმწიფო დაეცა ამ ომში ბოროტების მსახური ფაშისტებისაგან. მართალია, ბოლშევიკურ იმპერიაში ძალით თავმოყრილმა ხალხებმაც უზომოდ დიდი მსხვერპლი გაიღეს, მაგრამ მხოლოდ მათი ძალისხმევა ვერ იხსნიდა კაცობრიობას უკეთურობის იმ ბატონობისაგან, რასაც ფაშიზმი უქადდა მსოფლიოს. მაშ, ვინ იხსნა კაცობრიობა?! ვინ გადაარჩინა ქრისტეს მართლმადიდებელი ეკლესია ბოლშევიკურ უღმერთო იმპერიაში სრული განადგურებისაგან?..
|
დამატებულია: 27.01.2013 -2:23
წმ. მარკოზ ეფესელი „იმის შესახებ, რომ არათუ მარტოდენ საუფლო სიტყვათა წარმოთქმა, არამედ, აგერთვე, მათ შემდეგ მღვდლის ლოცვა და კურთხევა, სულიწ |
ნახვები: 952 | დაამატა: jozif | თარიღი: 27.01.2013
წმ. მარკოზ ეფესელი იმის შესახებ, რომ არათუ მარტოდენ საუფლო სიტყვათა წარმოთქმა, არამედ, აგერთვე, მათ შემდეგ მღვდლის ლოცვა და კურთხევა, სულიწმინდის ძალით, წმინდაყოფს საღვთო ძღვენს
ჩვენ, რომლებსაც სამღვდელო მოციქულთაგან და მოციქულთა მონაცვლე ეკლესიის მოძღვართაგან მიგვიღია გადმოცემა საიდუმლო ლიტურგიისა, ვერსად ვპოულობთ მათთან, რომ ევქარისტიული ძღვენის განწმენდა და სრულყოფა, აგრეთვე, მისი გარდაქმნა უფლის ხორცად და სისხლად ხდებოდეს მარტოდენ საუფლო სიტყვათა მიერ. ყველა მათგანი ერთსულოვნად განაწესებს ამ სიტყვათა წინდაწინ წარმოთქმას უწყების სახით, რომ აღვავლინოთ ხსენებული სიტყვები იმჟამინდელ საქმეთა მოსაგონებლად. ამ დროს, წინადაგებულთა წიაღში თითქოსდა ჩადის გარდაქმნის ძალა, შემდეგ ზემოთქმულს მოსდევს სამღვდელო ლოცვა და კურთხევა, რაც უკვე ნამდვილად გარდაქმნის ძღვენს პირველსახედ, - უფლის ხორცად და სისხლად.
|
დამატებულია: 26.01.2013 -2:24
ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ |
ნახვები: 1121 | დაამატა: jozif | თარიღი: 26.01.2013
ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ
ნათესაობა განიყოფა ხუთ წესად და აღირიცხება ხუთ ნაწილად: ერთი დედ-მამისაგან შობილი ორი ძე, არიან ძმები: ან ერთი მამისა და ორი სხვადასხვა დედისაგან ნაშობნიც იწოდებიან ძმებად, და არავის შეუძლია თქვას, რომ, რადგან ის სხვა დედისაგან იშვა, ჩემი ძმა არ არისო. სხვადასხვა მამისა და ერთი დედის შვილებსაც არ შეუძლიათ თქვან, რომ არა ვართ ძმები, ვინაიდან სხვადასხვა მამისაგან ვართო.
|
დამატებულია: 26.01.2013 -2:23
პირველი ანათემატიზმა და მისი განმარტება |
ნახვები: 1221 | დაამატა: jozif | თარიღი: 26.01.2013
პირველი ანათემატიზმა და მისი განმარტება ანათემა
თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
|
დამატებულია: 26.01.2013 -2:38
გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგ |
ნახვები: 1045 | დაამატა: jozif | თარიღი: 26.01.2013
გამოუცხადებელი ომი შთამომავლობის წინააღმდეგკაცობრიობა ომში ჩაება საკუთარი შთამომავლობის წინააღმეგ, დაუნდობლად კლავს თავის შვილებს. ამ მკვლელობას სამედიცინო ენაზე აბორტი ეწოდება.
|
დამატებულია: 26.01.2013 -2:54
აბორტი - უმძიმესი ცოდვა! |
ნახვები: 1019 | დაამატა: jozif | თარიღი: 26.01.2013
აბორტი - უმძიმესი ცოდვა! მეცნიერება, მედიცინა, ეკლესია ერთსულოვნად მოწმობენ, რომ ადამიანის სიცოცხლე მისი ჩასახვიდანვე იწყება, ამას ყველა ქვეყნის მეცნიერი ადასტურებს. მდედრობითი და მამრობითი სასქესო უჯრედების შერწყმის მომენტში წარმოიქმნება უნიკალური, განუმეორებელი 46 ქრომოსომიანი უჯრედი. ეს სამყაროს ყველაზე ურთულესი უჯრედია. მასში კოდირებულია ადამიანის სქესი, ნიჭი, ხასიათი, სიმაღლე, თვალის და თმის ფერი, სისხლის ჯგუფი, თითების ანაბეჭდი და ა.შ.
|
დამატებულია: 26.01.2013 -2:5
წმ. კირილე ალექსანდრიელი „თორმეტი ანათემა“ |
ნახვები: 1062 | დაამატა: jozif | თარიღი: 26.01.2013
წმ. კირილე ალექსანდრიელი თორმეტი ანათემა
1 . თუ ვინმე არ აღიარებს, რომ ჭეშმარიტად ღმერთია ემმანუელი და, ამის გამო, ღვთისმშობელია წმინდა ქალწული, რადგან ხორციელად შვა მან ხორცქმნილი სიტყვა მამაღმერთისა, ანათემა!
|
დამატებულია: 25.01.2013 -2:12
თუ ღმერთი ერთ მხარესაა, ჩვენ კი სხვა მხარეს მივემართებით, ეს ცოდვაა |
ნახვები: 1037 | დაამატა: jozif | თარიღი: 25.01.2013
თუ ღმერთი ერთ მხარესაა, ჩვენ კი სხვა მხარეს მივემართებით, ეს ცოდვაა
ნებისმიერი დანაშაული, რაც კი სიტყვით, საქმით თუ გულისხმისყოფით ჩაგვიდენია, ნაყოფია ცოდვისა, მაგრამ დანაშაულის ჩაუდენლობა უცოდველობას არ ნიშნავს. ცოდვას ჩვენს არსებაში ისე ღრმად აქვს გადგმული ფესვი, რომ მისი დამარცხება მხოლოდ უფლის დახმარებით შეიძლება და ისიც მხოლოდ შეუპოვარი, დაუღალავი ბრძოლით. ცოდვის არსსა და წარმომავლობაზე, უფლის დიდ მოწყალებაზე გვესაუბრება თბილისის ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე.
|
დამატებულია: 25.01.2013 -2:22
„რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ“ |
ნახვები: 960 | დაამატა: jozif | თარიღი: 25.01.2013
„რომელნი ესვენ უფალსა, წყალობაი გარე-მოადგეს მათ"
„ცოდვაი ჩემი გაუწყე შენ და უსჯულოებაი ჩემი არა დავფარე შენგან; ვთქუ: აღუვარო ბრალი ჩემი უფალსა, და შენ მომიტევე მე უღმრთოებაი გულისა ჩემისაი." (ფს. 31, 5).
ცოდვა თავისთავად არ არსებობს. იგი არ არის უფლის მიერ ქმნილი. ცოდვა შემოვიდა, როგორც უფლისადმი დაუმორჩილებლობის ნაყოფი. წმიდა წერილი ცოდვას „უკანონობად" სახელდებს. (1 ინ. 3,4). ცოდვა ადამიანის სულში ბოროტი სულის მიერ მისი ცდუნების შედეგად წარმოიშვება. წმიდა იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „ვინც ცოდვას იქმს, იგი სატანისგანაა, რადგან პირველად სწორედ სატანამ სცოდა" (1 ინ. 3, 8).
|
დამატებულია: 25.01.2013 -2:34
წმ. მაქსიმე აღმსარებელი „კიდონიის უწმინდესი ეპისკოპოსისადმი“ |
ნახვები: 958 | დაამატა: jozif | თარიღი: 25.01.2013
წმ. მაქსიმე აღმსარებელი კიდონიის უწმინდესი ეპისკოპოსისადმი
ღვთის თავისთავში თანაბრობა სიმაღლითა და სიღრმით, ღვთისვე ჩვენდამი განგებულების საიდუმლოს კეთილმსახურებითი გამოკვლევის მიერ, შეიცნო ღვთივდაცულმა მეუფემ ჩემმა, [1] და ამიტომაც გაჰკვირვებია მას, თუ როგორ მოხდა, რომ უფლის მიმართ თანაშეკავშირდა საზღვარი და უსაზღვროება (თუმცა კი საწინააღმდეგონი არიან ისინი და შეუზავებელნი), ისე რომ ორივე მათგანს სწორედ ურთიერთის მეშვეობით ჰქონდა გამოვლინება, რაჟამს უსასრულობა საიდუმლოებითად თანაშემოისაზღვრა საზღვრით, საზღვარი კი ზებუნებრივად თანაგანივრცო უსასრულობასთან ერთად, თავად ის კი, ვის მიმართაც - ესენი, ორივე მათგანის მიხედვით ერთი და იგივე ჰგიეს, არ დაკლებულა რა იგი არანაირად თავისი თავისგან უსასრულობის მხრივ როგორც ბუნებითად უსაზღვროდ, განგებულებითად კი მიუწვდომლად მყოფი და ცნობილი. ვისაც აქვს აზრშეუდგამი სიმაღლე ღმრთეებისეული დიდებისა და შეუცავი სიღრმე განგებულებითი ქვემდაბლობისა.
|
დამატებულია: 23.01.2013 -2:53
წმიდა დიდი მარხვა, მეზვერისა და ფარისევლის შვიდეული, მეზვერისა და ფარისევლის კვირის სახარების განმარტება, მღვდელ გრიგოლ დიაჩენკოს მიხედვით |
ნახვები: 1227 | დაამატა: jozif | თარიღი: 23.01.2013
მეზვერისა და ფარისევლის კვირა
სახარება ლუკასაგან (18, 10-14)
„10. თქუა უფალმან იგავი ესე: ორნი კაცნი აღვიდოდეს ლოცვად ტაძარსა მას: ერთი ფარისეველი და ერთი მეზუერე. 11. ფარისეველი იგი წარდგა და ამას ილოცვიდა თჳსაგან: ღმერთო, გმადლობ შენ, რამეთუ არა ვარ, ვითარცა სხუანი კაცნი, მტაცებელ, ცრუ და მემრუშე, გინა ვითარცა ესე მეზუერე, 12. ვიმარხავ ორ-გზის შაბათსა შინა და ათეულსა შევსწირავ ყოვლისაგან მონაგებისა ჩემისა. 13. ხოლო მეზუერე იგი შორს დგა და არა იკადრებდა თუალთაცა ზე ახილვად, არამედ იცემდა მკერდსა და იტყოდა: ღმერთო, მილხინე ცოდვილსა ამას. 14. გეტყჳ თქუენ: გარდამოვიდა ესე განმანათლებული სახედ თჳსა, ვიდრე ფარისეველი იგი, რამეთუ ყოველმან რომელმან აღიმაღლოს თავი თჳსი, იგი დამდაბლდეს; და რომელმან დაიმდაბლოს თავი თჳსი, იგი ამაღლდეს."
|
|