შაბათი, 11.05.2024, 12:38
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
იაკობის პირველსახარება - ღმრთისმშობლის შობა
წესი მომაკვდავის ნათლობისათვის ერისკაცის მიერ
ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ (ქორწინების სამართლებრივი საფუძვლები)

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 meushmar00
3 raulif8200
4 gigagogaberishvili00
5 maiarevi00
6 tamilacecxladze201600
7 naspanidze00
8 apavliashvili00
9 gelamatiashvili196900
10 nanademetrashvili00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » სხვადასხვა » ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ (ქორწინების სამართლებრივი საფუძვლები)

ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ
26.01.2013, 23:11

ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ



ნათესაობა განიყოფა ხუთ წესად და აღირიცხება ხუთ ნაწილად: ერთი დედ-მამისაგან შობილი ორი ძე, არიან ძმები: ან ერთი მამისა და ორი სხვადასხვა დედისაგან ნაშობნიც იწოდებიან ძმებად, და არავის შეუძლია თქვას, რომ, რადგან ის სხვა დედისაგან იშვა, ჩემი ძმა არ არისო. სხვადასხვა მამისა და ერთი დედის შვილებსაც არ შეუძლიათ თქვან, რომ არა ვართ ძმები, ვინაიდან სხვადასხვა მამისაგან ვართო.
ძმებს შორის არის ორი თავი (ანუ ხარისხი) და მათ შვილებს ჰქვიათ პროტო ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება ოთხი თავი; ერთი მე, მეორე ჩემი ძმა, მესამე ჩემი შვილი, და მეოთხე ჩემი ძმისშვილი.

პირველი ბიძაშვილებიდან იშვებიან რა შვილები, იწოდებიან დევტერა ექსადელფიად (ე.ი. მეორე ბიძაშვილებად) და გახდება ექვსი თავი, ხოლო მეორე ბიძაშვილებისაგან რომელნიც დაიბადებიან, ეწოდებათ ტრიტა ექსადელფია (ე.ი. მესამე ბიძაშვილები) და მათ შორის იქნება რვა თავი.


განყოფილება ნათესაობისა



ნათესაობა იყოფა ხუთად. პირველი - სისხლის, მეორე - მძახლობის, მესამე - სამნათესაობის (ეს მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება), მეოთხე - წმ. ნათლისღებისა და მეხუთე - შვილად სახელდებულისა (აყვანისა), ე.ი. ვინც შვილს აიყვანს, გახდება შვილი, როგორც მისგან შობილი და დაიმკვიდრებს თავის შვილად აღმყვანებლის ქონებას.


სისხლით ნათესაობისათვის



სისხლით ნათესაობა იყოფა სამად: აღმავალად, შთამომავალად და გვერდ განმავალად.

აღმავალნი არიან მამა ჩემი, პაპა ჩემი და ბებიის დედა ჩემი, ხოლო შთამომავალნი - ჩემი შვილი, შვილის შვილი და სხვები. გვერდ განმავალნი არიან: რომლებისგანაც მე არ დავბადებულვარ და არც ისინი შობილან ჩემგან, მხოლოდ ერთი ნათესავისაგან ვართ: ე.ი. ჩემი ძმა, ჩემი და, ბიძაშვილი, ბიძაჩემი და სხვები.


სისხლით ნათესაობისათვის,

რომელშიც მეშვიდე თავში ქორწინება აკრძალულია



სისხლით ნათესაობის მეშვიდე თავი დაყენებულია ყოველნაირად და არ იქორწინება. რჯულიც არ წერს ვინმეს მიერ თავისი მეორე ბიძაშვილის ასულის ცოლად შერთვას. თუ ვინმე მალულად გააკეთებს და გაუგებენ, კანონს გადასცემენ და დააცილებენ, ხოლო სხვა შემთხვევაში აკრძალვა კანონისგან არ არის. რჯული ამბობს: არავის ძალუძს მეორე ბიძაშვილის ასულის შერთვა. არც მეორე ბიძის ასულის ასულისა. რადგან ფარულად ასეთ ქორწინებას მაინც მიმართავდნენ, ამის შესახებ მოახსენეს კრებას და პირველად მსოფლიო პატრიარქ ლუკას, მაშინ კრებასთან ერთად ბრძანა მისმა ყოვადუწმიდესობამ, რომ აღარ იყოს ასეთი უკანონო ქორწინება. და, თუ ვინმე იკადრებს ფარულად ქორწინებას და გაიგებენ ამას, გააშორონ ერთმანეთს, ხოლო მღვდელი, რომელმაც შეასრულა ქორწინების წესი, განაყენონ სამღვდელო წესისაგან. ხოლო, თუ მღვდელმა არ იცოდა და შეაცდინეს, ნუ განაყენებენ მას მღვდლობისაგან, არამედ კანონი დაადონ. ხოლო მათ, რომელთაც იცოდნენ მათი მეშვიდე თავობა (ხარისხი) და ის, რომ შეუძლებელი იყო მათი შერთვა და მაინც მათი შუამდგომელობით მოხდა ეს ქორწინება, შეაჩვენონ ისინი, რადგანაც მათ რჯული უარყვეს. დააკანონა ეს მისმა უწმიდესბამ, რათა არავის მეოყვანა ცოლად მეორე ბიძაშვილის ასული, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ.

აგრეთვე პატრიარქმა აღვსიოსმაც ბრძანა, რათა არ მოხდეს ასე და ეს დააკანონა 942 წელს. როგორც ცხენთათვის აღვირია, ასევე რჯულია მათლმადიდებელი ქრისტიანებისათვის და ვალდებულნი ვართ შევასრულოთ ის, რასაც გვიბრძანებს და განგვიცხადებს რჯული.


სისხლით ნათესაობისათვის, როცა მერვე თავი შესაძლებელია (განხსნილია)

ქორწინებისათვის და რომელ თავზეა აკრძალული



მერვე თავი სისხლით ნათესაობისა ასე იქნება: ერთი ადამიანისაგან რამდენი შვილიც არ უნდა იშვეს, ერთმანეთთან ისინი აღირიცხებიან (ითვლებიან) ორ თავად - ისე როგორც მამაჩემმა მშობა მე და არის ეს ერთი ნათესაობა და ერთი თავი: და შობა ჩემი ძმაც და გახდა ორი ნათესაობა და გახდა ორი თავი. და რამდენი და ან ძმაც დაიბადება ერთმანეთის მიმართ ისინი ორ თავად აღირიცხებიან (ან ითვლებიან).
მაგალითად: მამაჩემმა მშობა მე და არის ნათესაობაც და თავიც ერთი; და მე ვშობე ძე ერთი და მამაჩემისათვის გახდა ორი ნათესაობა. და ჩემმა შვილმაც შობა ძე და გახდა ნათესაობა სამი და თავიც სამი. და ჩემმა შვილის შვილმა შობა კვლავ ძე, რომლითაც გახდა ნათესაობაც და თავიც ოთხი.
მამაჩემმა შობა ჩემი ძმა, რომელიც გახდა ორი ნათესაობა და მამაჩემისთვის კი თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, რომელიც მისი ძმა ვარ, გახდა თავი ორი. ჩემმა ძმამ შობა ძე, ჩემი ძმისწული, რომელიც თავისი მამისათვის არის თავი ერთი, ხოლო ჩემთვის, ვინაიდან მისი ბიძა ვარ, გახდა თავი სამი, ისე როგორც ჩემი შობა ერთი, ჩემი ძმისა ორი და ჩემი ძმისწულისა სამი.
ვშობე მეც ძე და არის ჩემი ძმისწულისა და ჩემი შვილის შობა მეოთხე, კვლავ ჩემმა ძმისწულმა შობა ძე და გახდა ჩემი მამისათვის სამი ნათესაობა და თავიც სამი, ხოლო ჩემთვის, მისი ბიძისთვის გახდა ნათესაობა და თავი ოთხი, ჩემი შვილისთვის თავი მეხუთე, ჩემი შვილიშვილისთვის, რომელიც მისი მეორე ბიძაშვილია, გახდა თავი მეექვსე.

კვლავ შემი ძმისწულის შვილმა შობა ასული, რომელიც არის ჩემი ძმისთვის თავი მესამე და ჩემთვის მეხუთე, ჩემი შვილისთვის მეექვსე, ჩემი შვილიშვილისთვის მეშვიდე, ხოლო ჩემი შვილის შვილის შვილისთვის, რომელიც იქნება მისთვის მესამე ბიძაშვილი, მერვე თავია. მერვე თავისთვის ქორწინება დაუბრკოლებელია.

იხილე შეერთებათათვის



სისხლით ნათესაობა საჭიროა წმიდად დაიცვას ყველამ მერვე თავამდე, მერვე თავის შემდეგ კი გახსნილია დაუბრკოლებელად. მე ცოლად შევირთავ მესამე ბიძის ასულს ყოველგვარი კანონის გარეშე, როგორც ზემოთ ვთქვით. აგრეთვე შევირთავ მეორე ბიძის ასულის ასულის ასულს. ხოლო მძახლობითი ნათესაობა გახსნილია მეშვიდე თავში და მეექვსეშიც, ხოლო შვილად წოდებულთა და ნათლისღებით ნათესაობას შორის ქორწინება მერვე თავში დაშვებულია, ისე როგორც სისხლით ნათესაობა, ხოლო ტრიღენია ე.ი. გერობით დაკავშირებულ ნათესავებს შორის შესაძლებელია ქორწინება მეხუთე თავში და მეექვსეშიც.


ექსტანტიისათვის ე.ი. მძახლობით ნათესაობისათვის



სისხლით ნათესაობა ადვილი გასარჩევია, ხოლო ძნელია გასარჩევად მძახლობითი ნათესაობის თავნი. ამისათვის მოვალენი ვართ, უდიდესი ენერგიითა და მოკრძალებით გამოვიძიოთ, რომ არ მივიღოთ რაიმე შეცდომა და არ ვეზიაროთ ურჯულო საქმეს, და ამისთვის საუკუნო სატანჯველს არ მივეცეთ.

რომელნიც ნებსით აღუდგებიან წინ რჯულს ქრთამით ან საჩუქრებით, ან კაცთმოთნეობისათვის, შუამდგომელნიც და ცოლ-ქმარნიც, რომელთაც შეერთებით სისხლის აღრევა მოახდინეს, მაკურთხეველთან ერთად სატანჯველის მიეცემიან, რადგან ღვთის შეუმცდარი თვალი ყოველივეს ხედავს და ყოველივე იცის.

წმ. მამანი და მოძღვარნი მეშვიდე თავს აძლევდნენ უფლებას, მაგრამ ახლა მეშვიდე დაყენებულია და მეექვსე კი - გახსნილი, (ბევრ ადგილას მეექვსეს აქვს უფლება და მეშვიდეს არა, ბევრ ადგილას კი - პირიქით. ამის მიზეზია თავთა აღრევა და აღურევლობა). რადგანაც მეექვსე თავს არა აქვს იმდენი აღრეულობა, რამდენიც მეშვიდე თავს:
რჯული დააყენებს იმ კაცს, რომელიც შეირთავს დედასა და ასულს (საუბარია მეორედ ქორწინებაზე, ცოლის გარდაცვალების ან გაყრის შემთხვევაში).
ბებიასა და ასულის ასულს.
ან ბებიის დედასა და ასულის ასულის ასულს.
ან ისევ ბებიის ბებიასა და ასულის ასულის ასულის ასულს.

გინდა ცოლის ძმის ან ცოლის დის ასულს. გინდა მეორე ბიძის ასულს, რადგანაც არ არის მეშვიდე თავი.

ცოლი და ქმარი ერთხორცი არიან და ერთ თავად ითვლებიან. ჰკითხეს ეს ნიკოლოზ პატრიარქს და მის საეკლესიო კრებას და არ ინებეს შენდობის მიცემა, და გამოსცეს სახელმწიფო და საეკლესიო ბრძანება, რომ ასეთი ქორწინება არასოდეს იქმნას. კანონი იტყვის, შეირთავს კაცი ცოლად თავისი ცოლის მეორე ბიძაშვილის ასულს.

  

  

  

  

  

  

  

  

  

  

ბიძის სახელისათვის



ბიძა ჰქვია მამაჩემის ძმას. დიდი ბიძა ჰქვია ჩემი პაპის (ბაბუის) ან ბებიის ძმას, ხოლო პატარა ბიძა ჰქვია მამაჩემის ან დედაჩემის პირველ ბიძაშვილს. მამაჩემის ძმა ჩემთვის მესამე თავია, ხოლო მამაჩემის პირველი ბიძაშვილი ჩემთვის მეხუთე თავია.
მამა და ძე ცოლად ვერ შეირთავენ დედასა და ასულს.
მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიას.
მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დას.
მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის დას.
მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას
მამაჩემი შეირთავს ჩემი ცოლის დედის ბიძაშვილს და ასეთი ქორწინება დაშვებულია.

მამაჩემი ვერ შეირთავს ჩემი ცოლის მეორე ბიძის ასულს. რჯული ბრძანებს, რომ თუ ძე შეირთავს ქალს, მის მამას შეუძლია შეირთოს თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილი, ხოლო როდესაც მამა და შვილი ორ ბიძაშვილს შეირთავენ, ნაცვლად მამაშვილობისა, ისინი სიძეები იქნებიან ერთმანეთისა და ამის გამო კრძალავს სჯული.

მამისა და შვილის სახელები არ აღირევა, როდესაც შვილი შეირთავს ქალს და მამა თავისი ძის სიდედრის ბიძაშვილს, მაგრამ თუ შეირთავენ ორ ბიძაშვილს, მაშინ აღირევიან, როგორც ზემოთ ვთქვით. ე.ი. მამაშვილობის ნაცვლად სიძეები იქნებიან და ამის გამო ასეთი ქორწინება არ შეიძლება. რომელ თავზეც სახელები აღირევა, მაშინ ასეთი ქორწინება იკრძალება და, თუ ვინმე ფარულად ჩაიდენს, განდგომილი იქნება რჯულისაგან.

თუ მამა თავისი შვილის სიდედრის ბიძაშვილს შეირთავს, შეიძლება, ხოლო შვილმა თავისი მამის სიდედრის ბიძაშვილი რომ შეირთოს, არ შეიძლება, რადგან მათ შორის აირევა სახელები. მამა შვილად მიიღება და შვილი - მამად. მამა და შვილი ვერ შეირთავენ ცოლად ძმისწულს და მამიდას.

 

 

 

 

 

 

 

 

პაპისა და შვილიშვილისათვის


პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრს.
პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის დედას.
პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის სიდედრის ბებიას.
პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის დას.
პაპა ვერ შეირთავს თავისი შვილიშვილის ცოლის პაპის დას.
პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ მამის დასა და ძმისშვილს.
პაპა და შვილიშვილი ვერ შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
ვერც პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
ხოლო პაპის მამა და შვილიშვილი შეირთავენ ბებიის დედასა და შვილის შვილის შვილს.
მე შევირთავ ქალს და პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის ბებიის დედას.
პაპაჩემის მამა შეირთავს ჩემი ცოლის მამიდას.
პაპა და შვილიშვილი შეირთავენ ბიძაშვილის შვილს და დედის ბიძაშვილს.


ორი ძმისათვის


ორი ძმა ვერ შეირთავს ორ დას.
ორი ძმა ვერ შეირთავს ძმის შვილსა და მამიდას.
ორი ძმა ვერ შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს.
ორი ძმა შეირთავს ასულს და სიდედრის ბიძაშვილს.
ორი ძმა შეირთავს ორ მეორე ბიძაშვილს.
ორი ძმა ვერ შეირთავს დედასა და შვილს.
ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილს და ბებიას.
ორი ძმა ვერ შეირთავს შვილიშვილის შვილს და ბებიის დედას.
ორი ძმა ვერ შეირთავს პაპის დას და ძმის წულის ასულს.

  

  

  

  

  

  

  

  

ბიძისა და ძმისშვილისათვის


ბიძა და ძმისშვილი შეირთავენ მამიდას და ძმის ასულს, თუ ბიძა მამიდას შეირთავს და ძმისშვილი ასულს, ხოლო თუ ბიძა ძმის ასულს შეირთავს და ძმისშვილი მამიდას, ეს არ შეიძლება, რადგან აირევა სახელები - ბიძა ძმისშვილად იწოდება და ძმისშვილი ბიძად. ბასილი დიდი ბრძანებს, როდესაც სახელები აირევა, ასეთი ქორწინება დაუშვებელია.
ბიძა და ძმისშვილი შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს დაუბრკოლებლად.
ორი პირველი ბიძაშვილი შეირთავს ორ პირველ ბიძაშვილს.

 

 

 

აქ დასრულდა ორნათესაობა


სამნათესაობისათვის



ახლა უკვე სამნათესაობისთვის ვთქვათ, სამნათესაობა მძახლობითვე არის, მაგრამ სამი ნათესავისაგან იქმნება: ერთი ნათესავი მე ვარ, მეორე ნათესავია ჩემი ცოლი და მესამე ნათესავია ჩემი ცოლის ძმის ცოლი.
თუ მოკვდება ჩემი ცოლი, ჩემი ცოლის ძმის ცოლის დას შევირთავ დაუბრკოლებლად.
ხოლო თუ ჩემი ცოლის ძმა მოკვდება, მე ვერ შევირთავ მის ცოლს, ჩემი ძმა კი შეირთავს.
შემიძლია შევირთო ჩემი ძმის გერის ცოლი (გერის სიკვდილის შემთხვევაში).
თუ დედინაცვალს, რომელსაც ქმარი მოუკვდება და დარჩება გერად ქალი და ისიც მოკვდება, დედინაცვალი ვერ გაჰყვება ცოლად თავისი მკვდარი გერის ქმარს.
თუ მოკვდა ჩემი ცოლი, მე ცოლად ვერ შევირთად ჩემი მკვადრი ცოლის ბიძის ცოლს.
შევირთავ შემი ცოლის ძმის გერს.
ჩემი სიძის (დის ქმრის) ძმის ცოლი შეიძლება შევირთო მე ცოლად.
თუ მოკვდება ჩემი ცოლიცა და ჩემი სიძის (ასულის ქმრის) ძმაც, მე ვერ შევირთავ ცოლად ჩემი სიძის ძმის ცოლს.
დაუბრკოლებლად შემიძლია ჩემი სიძის ძმის ცოლის და ცოლად შევირთო.
თუ ორ ძმათაგან ერთ ჰყავს ცოლის ძმა და მეორე კი - ცოლის და, ისინი ერთმანეთის ცოლ-ქმარნი შესაძლებელია რომ გახდნენ.
ლეონ პატრიარქისა და არსენ პატრიარქის ბრძანებით, ორი ძმა დაუბრკოლებლად შეირთავს რძალ-მულს.
ჩემი ძმის ქალიშვილს ჰყავს ქმარი, თუ ჩემი ძმის ქალიშვილი მოკვდება, მისი ქმარი და მე შევირთავთ ორ დას.
მიქაელ პატრიარქის ბრძანებით, პირველი ცოლისგან შობილი ჩემი ასული და ჩემი მეორე ცოლის ძმის ასული შეირთავენ ორ ძმას. სიძე და ცოლის ძმა შეირთავენ ორ პირველ ბიძაშვილს.
პარტიარქ სტიპის დადგინება შესაძლებელს ხდის სიძისა და ცოლის ძმის მიერ ორი დის შერთვას.

  

  

  

  

  

  

  

  

  

  

  

  

მოკვდა მარიამი, შეირთო პეტრემ ირინა და პეტრეს ცოლის მარიამის ძმამ გიორგიმ შეირთო ირინას და ანნა.

   

შვილად აყვანის ნათესაობა



(რომელიც ასე იყო: რამეთუ აიყვანდნენ სხვის შვილს და ეკლესიური ლოცვითა და განგებით თავისად დააწესებდნენ).
ზოგს, ვინც უშვილოა და ბერწი, ხოლო ზოგს, ვისაც უშვია, მაგრამ მოჰკვდომია, შეუძლია აიყვანოს სხვისი შვილი და ის იქნება ისევე, როგორც ხორციელად მისი მიერ შობილი. ნათესაობაშიც და თავებშიც ჩვეულებრივ აღირიცხება და მემკვიდრეობასაც მიიღებს.
ვერ შევირთავ მე ცოლად ჩემს მიერ აყვანილის შვილის ასულს და ვერც ჩემს მიერ აყვანილი შვილი შეირთავს ჩემს ცოლს, რადგან სულიერი დედაა მისი. მეფე ლეონ ბრძენის მეოცე კანონი ბრძანებს, რომ არავის შეუძლია მისცეს თავისი ასული ცოლად თავის აყვანილ შვილს, იმიტომ რომ ისინი არიან სულიერი და-ძმანი.
თუ (ძველ დროს) სურდათ შვილის აყვანა, აიყვანდნენ მარტო სიტყვით საღმრთო ეკლესიური განგებისა და ლოცვის გარეშე. ხოლო ახლა, ვისაც სურს შვილის აყვანა, საჭიროა, რომ აიყვანონ საღმრთო ლიტურგიით, განგებითა და წმ. წერილით და მაშინ გახდებიან იმ ყრმის ნამდვილი მშობლები. და, თუ ისინი შობენ ხორციელ შვილებს, აყვანილ შვილს ვერ მისცემენ მათ ცოლად მერვე თავამდე.
შვილად აყვანის ნათესაობა მერვე თავამდე აღირიცხება, როგორც ნათლისღებისა მხოლოდ აღმავალთა და შთამომავალთათვის, ხოლო გვერდ განმავალთათვის არა აქვს ნათესაობა რაიმე.
ჩემს მიერ აყვანილი სულიერი შვილი და ჩემი ძმის შვილი შეიძლება ერთმანეთის ცოლ-ქმარნი გახდნენ.
ესეც იცოდეთ, რომ, თუ მონაზონი ან ქალწული აიყვანს შვილს, ესენიც გახდებიან მათი სულიერი დედებისა (თუ მამების) მემკვიდრეები ყოველგვარი ცოლიბისა და მსჯავრის გარეშე მეფე ლეონ ბრძენის მეოცე კანონის ბრძანებისამებრ.


ნათლისღების ნათესაობისათვის



წმ. ნათლისღება არის საღმრთო შობა და სულის განახლება, და, რომელმაც ამოიყვანოს ჩვილი წმინდა ემბაზიდან (ანუ მონათლოს), იქნება ის ჩვილის სულიერი მამა და აღმომქმელი (ანუ ნათლია) ხორციელ მამაზე უფრო დიდი ნათესავი იქნება და ყოვლად წმ. სულის შუამდგომელობით ნათლია იქნება თავისი ნათლულის ხორციელი მამის ძმა და ხორციელი მამა და სულიერი მამა ითვლებიან ორ თავად, რადგან მისი ძმა არის. ხოლო ჩვილისათვის სულიერი მამა ითვლება ერთ თავად, ხოლო მისი ნათლულის ძმები ითვლებიან სამ თავად, როგორც მისი ძმისწულიები, რადგან მამა ძმა არის მათი სულიერი მამისა და ნათლიის შვილები მისი ნათლულებისთვის ითვლებიან ორ თავად.
მე ვარ მამა ჩემი შვილებისა, რომლებიც მე დავბადე ხორციელად და ზოგიც სულიერად წმ. ემბაზიდან (ანუ მოვნათლე). ჩემი სულიერი და ხორციელი შვილები ითვლებიან ორ თავად, ხოლო ჩემი ნათლიმამის (ანუ ნათლულის მამის) სხვა შვილები, რომლებიც არ მომინათლავს, ითვლებიან ხორციელად შობილი ჩემი შვილებისათვის მეოთხე თავად, როგორც ორი ძმის შვილები, რომელთაც ეწოდათ პროტა ექსადელფია (ე.ი. პირველი ბიძაშვილები) და ამათი შთამომავალნი აღირიცხებიან, როგორც სისხლით ნათესავები მერვე თავამდე, და არ შეიძლება მათი ქორწინება, ვიდრე არ დამთავრდება მერვე თავი, როგორც ამბობს მეექვსე კრების ოცდამეცამეტე კანონი - სისხლით ნათესაობაზე უფრო დიდი ნათლიაობითი ნათესაობაა. ვინაიდან რჯულისა და კანონისგან ასე გვებრძანა, მაშასადამე ვალდებულნი ვართ, რათა უმეტესად წმიდად და მკაცრად დავიცვათ ეს კანონი და მერვე თავამდე არ მოვახდინოთ შეერთება. და, როდესაც განსრულდება მერვე თავი, გახსნილი იქნება, როგორც სისხლით და შვილად აყვანის ნათესაობა, მხოლოდ ესეც აღმავალთა და შთამომავალთათვის აღირიცხება, ხოლო გვერდ განმავალთათვის დაუბრკოლებელია ქორწინება.
ჩემი ძმის შვილი მიერ მონათლულ ქალს ცოლად შეირთავს, აგრეთვე მეც შევირთავ ცოლად ჩემი ნათლიმამის დას.
ხოლო ვინც საკუთარი შვილი მონათლოს, უნდა დატოვოს თავისი ცოლი, იმიტომ, რომ სულიერი შვილი მონათვლის გამო ცოლი გახდა მისი სულიერი და. ამდენად შეუძლებელია მათი ცოლ-ქმრობა.


ყრმებისათვის, რომლებიც მოინათლნენ წმიდა ემბაზში,
სვიმეონ თესალონიკელისა



არის ვიღაც ორი კაცი, რომელთა შორისაც არ არის რაიმე ნათესაობა. თუ მათი შვილები ერთიდაიგივე კაცმა მონათლა, აღარ შეიძლება მათი ცოლ-ქმრობა, ვინაიდან ორივე ერთი და იმავე კაცის მონათლულები არიან, ე.ი. ერთი სულიერ მამის ამოყვანილები წმიდა ემბაზიდან.


ნათელღებულთათვის, რომელიც ვერ გახდება მემკვიდრე
და ვერც დაიმკვიდრებს თავისი ნათლიის სამკვიდრებელს,
თუ არ აიყვანს იგი შვილად



წმ. ნათლისღების ნათესაობა არ გულისხმობს მემკვიდრეობას, განსხვავებით სისხლით ნათესაობისა და შვილად აყვანის ნათესაობისაგან. მხოლოდ თავები ვრცელდება (აღირიცხება) შესაძლებელი ქორწინებისათვის. როგორც ზემოთ ვთქვით, მერვე თავამდე შეუძლებელია ქორწინება და ესეც მხოლოდ შთამომავალთათვის და



კატეგორია: ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ (ქორწინების სამართლებრივი საფუძვლები) | დაამატა: jozif | ტეგები: შორის, ნათესავებს, შესახებ, ცნობები, ქორწინების
ნანახია: 1122 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "ცნობები ნათესავებს შორის ქორწინების შესახებ"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: შორის, ნათესავებს, შესახებ, ცნობები, ქორწინების

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
შაბათი
11.05.2024
12:38


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3760
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3536
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3422
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3276
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3225
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3207
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3204
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2856
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2853
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2687
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1412
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1561
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1381
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1510
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1673
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1424
კომენტარები: 0
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1932
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1780
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1625
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2856
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2024
>