პროტოპრესვიტერი მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება
შესავალი
დოგმატთა წყაროები რას ეფუძნება დოგმატები?
ცხადია დოგმატები ეფუძნება წმიდა წერილსა და წმიდა სამოციქულო გადმოცემას და არა ცალკეულ პირთა, თუნდაც ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა, მოსაზრებებს. წმიდა წერილსა და წმიდა სამოციქულო გადმოცემაში მოცემული სარწმუნოების ჭეშმარიტებანი ქმნიან სარწმუნოების სწავლების იმ სისავსეს, რომელსაც ძველი ეკლესიის მამებმა ეკლესიის „კრებითი სარწმუნოება" „კათოლიკე (ბერძ. καθολικός - საყოველთაო) სწავლება" უწოდეს. წმიდა წერილისა და გადმოცემის ჭეშმარიტებანი, ერთ მთლიანობად ჰარმონიულად შერწყმულნი, განსაზღვრავენ ეკლესიის „კრებით ცნობიერებას", რომელსაც სულიწმიდა მართავს და უძღვება.