იაკობის პირველსახარება - ღმრთისმშობლის შობა
გადამწერი - ბერი იოვანე-ზოსიმე
თქუმული ღმრთისმშობლის შობისათჳს
I. 1. ახილვასა მას ათორმეტთა ტომთასა იყო იოვაკიმ მდიდარ ფრიად და შესწირვიდა მსხუერპლთა მრჩობლთა და იტყოდა გულსა თჳსსა: „იყოს ნამეტნავი უფროჲს ყოვლისა ერისა, მოტევებისა ჩემისაჲ უფლისა მიერ ღმრთისა ჩემისა სალხინებელად". 2. და მოახლებულ იყო დღჱ იგი უფლისაჲ დიდი, და შესწირვიდეს ძენი ისრაჱლისნი შესაწირავსა მათსა. და აღუდგა წინაშე პირსა მათსა რუბენ და ჰრქუა იოვაკიმს: „არა ჯერარს შენდა პირველად შეწირვად შესაწირავისა შენისა, რამეთუ მკჳდრი არა აღგიდგინებიეს ისრაჱლსა შორის". 3. და შეწუხნა იოვაკიმ ფრიად ამის სიტყჳსათჳს და მოჰვლიდა იგი ათორმეტთა ტომთა ერისა თჳსისათა და იტყოდა იოვაკიმ გულსა თჳსსა: „წარვიდე და ვიხილნე ტომნი ერისა ჩემისანი. უკუეთუ მე ხოლო მარტოსა არა აღმიდგინებიეს მკჳდრი ერსა შორის". და გამოკითხნა ყოველნი მართალნი, და აღედგინა ყოველთა მკჳდრი ისრაჱლსა შორის. და მოიჴსენა მით მამადმთავრისა აბრაჰამისი, რამეთუ უკუანაჲსკნელთა დღეთა მოსცა მას ღმერთმან ძჱ თჳსი ისაკი. 4. და შეწუხნა იოვაკიმ ფრიად და არა ეჩუენა ცოლსა თჳსსა. მიიქცა პირი თჳსი და წარვიდა უდაბნოდ და აღჰმართა კარავი მისი მუნ და იმარხვიდა ორმეოც დღე და ორმეოც ღამჱ. და იტყოდა იოვაკიმ გულსა თჳსსა: „არა გარდავიდე მე არცა ჭამად არცა სუმად, ვიდრე არა მომხედოს მე ღმერთმან ჩემმან, და იყოს გული ჩემი საჭმელ და სასუმელ ჩემდა".