სამშაბათი, 22.07.2025, 11:59
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ათეიზმი და რელიგია
არაქრისტიანული რელიგიები
კათოლიციზმი (პაპიზმი)
პროტესტანტული სექტები
სხვადასხვა აპოლოგიური წერილები
სხვადასხვა ცრუ-მოძღვრებანი

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 nondie00
3 GioOo01
4 lelako40700
5 dachi00
6 jorjika00
7 სვანუკა01
8 jek000
9 HooLiGaN00
10 vachee00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » აპოლოგეტიკა » არაქრისტიანული რელიგიები

ჩინური რელიგიები
30.11.2012, 15:13
ჩინური რელიგიები


„ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება. მათ ერთობას სანძიაო ეწოდება, რაც სამ რელიგიას ნიშნავს. როგორც სინოლოგები აღნიშნავენ, ამ სამი რელიგიის მიმდევართა რაოდენობის დადგენა ჭირს, რადგან მრავალი ჩინელი სამივე რელიგიისათვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებს. თუმცა კონფუციანელები მაინც ყველას სჭარბობენ. როგორც ერთი, ისე მეორე რელიგია ძვ. წ. აღ. VI ს-ში წარმოიშვა და ორივეს დამაარსებლად ისტორიული პიროვნება ითვლება, კერძოდ, კონფუცი (იგივე კუნ-ძი, კუნ-ფუ-ძი, ანუ მასწავლებელი კუნი. კონფუცი, კონფუციუსი ლათინიზებული ფორმაა და იგი პირველად იხმარა იეზუიტმა მატეო რიჩიმ, რომელმაც 1600 წელს იმოგზაურა ჩინეთში), რომლის დაბადების თარიღად 551 ან 555 წელს მიიჩნევენ, დაოსიზმის დამაარსებელი ლაოძი კი დაახლოებით 604 წ. დაიბადა.

ბუდიზმის მსგავსად, თავდაპირველად, ორივე ეს რელიგია ფილოსოფიურ სისტემებს წარმოადგენდა. (1)

მათ გარკვეულწილად შეითვისეს ძველი ჩინური რწმენა - წარმოდგენათა ელემენტები, კერძოდ რიტუალები და სწავლა ინ-სა და იან-ზე. (2)

კონფუცის მოძღვრებას ძნელია რელიგია ეწოდოს, ამ სიტყვის მკაცრი გაგებით. მასში არათუ პიროვნული აბსოლუტის, არამედ არც კოსმოგონიის, ონტოლოგიის, გნოსეოლოგიის, ლოგიკისა და მეტფიზიკის პრობლემები არსებობს. იგი, უპირველეს ყოვლისა, ეთიკურ-პოლიტიკურ დოქტრინას წარმოადგენს და მისი ძირითადი საკითხებიც ადამიანის ბუნება, მისი მორალი, ოჯახური ცხოვრება და სახელმწიფოს მართვაა.

კონფუციანელობის მთავარი თემა ზეციერისა და მიწიერის ურთოერთობაა. მისი აზრით, ზეციური ბატონობს მიწაზე და განაგებს მას. იგია ის, რაც ადამიანებს ბედისწერას უქვემდებარებს, ეს უკანასკნელი კი ადამიანის ცხოვრებას განაგებს. ზეცა ბუნების ნაწილია, მაგრამ ამავე დროს, მისი უმაღლესი სულიერი ძალაცაა, რომელიც ადამიანის ბუნებას განაპირობებს. ადამიანი რომელსაც ზეცისაგან მონიჭებული აქვს გარკვეული ეთიკური თვისებები, მორალური კანონების (დაო) მიხედვით უნდა იქცეოდეს და სწავლის მეშვეობით უნდა სრულყოფდეს თავის ზნეობას. სწავლის მიზანი „კეთილშობილი მამაკაცის" (ძიუნ-ძი) დონის მიღწევაა, რომელიც ფლობს ლი-ს, რაც კეთილი ხალხის მიმართ სამართლიანი და უფროსების მიმართ პატივისმცემელი ადამიანის ეტიკეტია. კონფუცის სისტემაში დიდი ადგილი უჭირავს ტერმინ „ჟენ"-ს (ადამიანურობა). ესაა კანონი ადამიანთა შორის ოჯახში, საზოგადოებასა და სახელმწიფოში იდეალური ურთიერთობების შესახებ, რომელიც შეესიტყვება პრინციპს: „ნუ გაუკეთებ სხვას იმას, რაც არ გსურს თავად შენ". ამავე დროს, კონფუცისათვის უცხოა მტრების სიყვარული. იგი ამბობდა: „თუ მეგობრებივით მოვექცევი მტრებს, მაშინ როგორღა მოვექცე მეგობრებსო".

ამგვარი ეთიკური თეორიიდან აგებს კონფუცი თავის პოლიტიკურ კონცეფციას. იგი მოითხოვს ვალდებულებათა მკაცრ და ზუსტ იერარქიულ განაწილებას საზოგადოების წევრებს შორის, რის მაგალითადაც მას ოჯახი მიაჩნია. როგორც ზეცას ექვემდებარება მიწა და იმპერატორი, ისე ამ უკანასკნელს ექვემდებარებიან მოხელეები, მამას - ოჯახის წევრები, უფროს ძმას - უმცროსი და ა.შ. ე.ი. ზნეობრივი ცხოვრება სუბორდინაციაზეა დამყარებული.

კონფუციანელობაში დიდი მნიშნველობა ენიჭება რიტუალის შესრულების სიზუსტესა და პედანტურობას, თუმცა ამისათვის სხვა ფოლოსოფოსები კონფუცს აკრიტიკებდნენ, რადგან ამგვარ პედანტურობაში მიმდევართა მიზიდვის საშუალებას ხედავდნენ. იგი მაინც ჩინებულად მოერგო ჩინელთა ეროვნულ ხასიათს კონსერვატორიზმსა და ტრადიციათა დაცვის მოვალეობის გრძნობას.

კონფუცის გარდაცვალების შემდეგ მისი მოძღვრება 8 მიმდინარეობად გაიყო, რომელთაგან მნიშვნელოვანია მხოლოდ ორი:

იდეალისტთა სკოლა - მენძი
მატერიალისტთა სკოლა - სუნძი.

ორივე სკოლა ძვ. წ. III საუკუნეში ჩამოყალიბდა. მათი შემქმნელები იყვნენ შესაბამისად მენძი (372-289 წწ.) და სუნ-ძი (313-235, ან 298-238 წწ.). მათ შორის განსხვავება ყველაზე მეტად ანთროპოლოგიაში ჩენს, კერძოდ, მენ-ძის მიხედვით, ადამიანის ბუნება კეთილია. ეს მისი ძირეული პოსტულატია, საიდანაც იგი ასკვნის, რომ ადამიანში ჩადებულია სიკეთის ცოდნა და სიკეთის ქმნის უნარი. ბოროტება ადამიანში ჩნდება იმ შემთხვევაში, როცა იგი თავისი ბუნების მიხედვით არ მოქმედებს, შეცდომას უშვებს, ან ძალა არ შესწევს უცხო გავლენას დააღწიოს თავი. ბოროტების აღმოფხვრა ადამიანის თავდაპირველი ბუნების აღდგენით უნდა მოხდეს, რაც განათლებით მიიღწევა, რის შემდეგაც ადამიანი შეიცნობს ზეცას და მის სამსახურში ჩადგება.

მენძიმ ადამიანში ორი საწყისი გამოყო: იდეალური (გული, სული, გონება, ნება) და მატერიალური (ცი), რომელთაგან უპირატესობა ნებას (ჯი) მიანიჭა. სუნძი მეორე უკიდურესობაში ჩავარდა. მან ადამიანის ბუნება ბოროტად მიიჩნია. მისი აზრით, ადამიანი არ არის დამოკიდებული გარეშე ფაქტორებზე. მათ შორის არც ზეცაზე, პირიქით, იგი თვითონ უნდა მართავდეს ბუნებას, მენ-ძისაგან დიამეტრალურად განსხვავებული პოზიციის, მიუხედავად სუნძიც ადამიანური ბოროტების მოსასპობად იგივე მეთოდს ირჩევს - აღზრდას, რიტუალების დაცვასა და მოვალეობის შესრულებას. სრულყოფილება კი ხანგრძლივი სწავლით მიიღწევა, რაც მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება.

ანალოგიურ აღზრდის მეთოდს გვთავაზობს დუნ ჯუნ-შუც (180-115 ან 177-104 წწ.), რომელიც წინამორბედთა რადიკალიზმის ნაცვლად, ადამიანში როგორც ბოროტი, ისე კეთლი საწყისის არსებობას აღიარებს და დუალიზმის პოზიციაზე დგება.

როგორც ვხედავთ, კონფუცის მიმდევრები ბოროტების დაძლევის გზას ზნეობრივ სრულყოფილებაში ხედავენ, რაც ერთი შეხედვით ქრისტიანულ სწავლებას წააგავს, მაგრამ ისინი არაფერს ამბობენ, თუ რატომაა ადამიანი ბუნებით კეთილი ან ბოროტი, ან ორივე ერთდროულად, რა არის ამის მიზეზი, რადგან მათთვის უცნობია პიროვნული ღმერთის, როგორც შემოქმედის, ცოდვით დაცემისა და სხვა ფუნდამენტური ცნებები. თვით სულის უკვდავების საკითხიც არა მარტო კონფუციანელობაში, არამედ მთელ ჩინურ აზროვნებაში საკმაოდ ბუნდოვანია, თუმცა გარდაცვლილისადმი პატივისცემის რიტუალი მეტად მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს. ადამიანის სრულყოფისა და ბოროტების დაძლევის გზის ძიებას კონფუციანელები ღმერთის შეწევნას გარეშე ცდილობენ, ხოლო ამ ძიების მთელი სიმძიმე პიროვნებასა და საზოგადოებაზე გადააქვთ. გარდა ამისა, კონფუციანელობის მიხედვით, პიროვნება დეტერმინირებულია ერთი მხრივ, ფატალიზმით, ხოლო მეორე მხრივ, საზოგადოებრივი წესრიგისა და სახელმწიფოს ინტერესების გააბსოლუტურებით, რის გამოვ ადამიანი ამ სახლმწიფოს უბრალო შემადგენელ ნაწილადაა ქცეული.


(1) ამ დროისათვის ჩინეთში კიდევ ოთხი ფილოსოფიური სკოლა ჩამოყალიბდა:

1) ინიანძი (მოძღვრება ინ-სა და იან-ზე);
2) მონ-ძია (სახელთა სკოლა);
3) ფა-ძეა (კანონიკურს ნიშნავს და ამის გამო მას ევროპაში ლიგიზმის სახელით იცნობენ);
4) მოიზმი (იგი დაარსა მო-ძიმ).

გარდა ამისა, X საუკუნეში ჩნდება ნეოკონფუციანელობა, რომლის წინამორბედად ხან-იუ და ლიაო (VIII-IX სს.), ხოლო ფუძემდებლად სიენ-ფუ, ხუ-იუანი და ში-ძე ითვლებიან. III საუკუნეში დაოსიზმის ასაღორძინებლად შეიქმნა ნეოდაოსიზმი - ხე-იანისა და გან-ბის მიერ, რომელიც შემდგომში ბუდიზმს შეერწყა და გაქრა. ნეოკოფუციანელობა კი უფრო სიცოცხლისუნარიანი აღმოჩნდა და მან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნამდე - 1949 წლამდე იარსება.

(2) ინი და იანი მზიან და მოღრუბლულ ამინდს აღნიშნავდნენ. შემდგომ კი ჩინელებმა ამ ტერმინების საშუალებით დაპირისპირებულ მოვლენათა გამოხატვა დაიწყეს, მაგ: სინათლე-სიბნელე, ცეცხლი-წყალი, აქტიური-პასიური, მამრობითი-მდედრობითი და ა.შ. საერთოდ კი, ინი მიწიერი, უხეში საწყისია, იანი - წმინდა, ზეციური, სულიერი. ისინი მარადიულად არსებობენ და პარალელურად იმყოფებიან, მაგრამ ერთმანეთს არ სპობენ. მათ ემორჩილება ყოველივე. ისინი ამოქმედებენ 4 ელემენტს და გარდაქმნიან მათ. ინისა და იანის ერთობლივ წესრიგს ტაო ეწოდება.

კატეგორია: არაქრისტიანული რელიგიები | დაამატა: jozif | ტეგები: ჩინური, არაქრისტიანული, რელიგიები
ნანახია: 1007 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "ჩინური რელიგიები"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: ჩინური, არაქრისტიანული, რელიგიები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
სამშაბათი
22.07.2025
11:59


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3820
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3605
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3573
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3332
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3306
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3302
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3260
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2951
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2913
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2753
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1993
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1879
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1477
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1682
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1494
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1757
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1648
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1589
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1473
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2951
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2025
>