რომაული კათოლიციზმი
რომაულ-კათოლიკური სწავლების ძირითადი დოგმატური
და წეს-ჩვეულებითი განსხვავებანი
ქრისტიანობის წარმოშობიდან IX ს-მდე ქრისტეს მსოფლიო ანუ კათოლიკე ეკლესია აღმოსავლეთისა და დასავლეთის მორწმუნეთა ყველაზე მრავალრიცხოვან ნაწილს მოიცავდა. IX ს-ში დაიწყო და XI ს-ში საბოლოოდ დასრულდა მსოფლიო ეკლესიის ერთობიდან რომის კათედრის მეთაურობით მისი დასავლეთი ნაწილის განდგომა, რომელსაც ლათინურ-რომაული გამოთქმით კათოლიკური ეწოდება.