რა ნიშნებით ამოვიცნოთ ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია? (მართლმადიდებლობის ჭეშმარიტების შვიდი ძირითადი ნიშანი)
სხვადასხვა ეკლესიებისა და სექტების სულ უფრო მზარდი რაოდენობის გამო, ბევრს უძნელდება პასუხი კითხვაზე: მაინც რომელია მათგან ჭეშმარიტი ეკლესია და არსებობს კი საერთოდ ჩვენს დროში ერთიანი ჭეშმარიტი ეკლესია? შესაძლებელია, ფიქრობენ ზოგიერთნი, თავდაპირველი სამოციქულო ეკლესია თანდათან დაიშალა და დღეს არსებული ეკლესიები წარსულში არსებული სულიერი სიმდიდრის - მადლისა და ჭეშმარიტების მხოლოდ ნამსხვრევებსღა ფლობენ. ზოგს კი სხვადასხვა ქრისტიანულ ეკლესიებს შორის დავა უმნიშვნელოდ და წვრილმანად მიაჩნია. ისინი, ამგვარ შეხედულებათა გამო, ვარაუდობენ თითქოს თავდაპირველი ეკლესიის აღდგენა შესაძლებელია დღეს არსებული ქრისტიანული დენომინაციებიდან მათ შორის შეთანხმებისა და ურთიერთდათმობის გზით. ეს თვალსაზრისი საფუძვლად უდევს თანამედროვე ეკუმენისტურ მოძრაობას, რომელიც არცერთ ეკლესიას არ ცნობს ჭეშმარიტად. მავანთა შეხედულებით კი, ეკლესიას პრინციპულად არასოდეს არაფერი ჰქონია საერთო ოფიციალურ ეკლესიებთან, არამედ ყოველთვის შედგებოდა ცალკეული მორწმუნეებისაგან, რომელნიც სხვადასხვა ეკლესიურ დაჯგუფებებს ეკუთვნოდნენ. უკანასკნელმა შეხედულებამ თავისი გამოხატულება ეგრეთ წოდებულ „უხილავი ეკლესიის" შესახებ მოძღვრებაში ჰპოვა, რომელსაც თანამედროვე პროტესანტი ღვთისმეტყველები აყნებენ. დაბოლოს, ბევრი ქრისტიანისთვის გაუგებარია: საჭიროა კი საერთოდ ეკლესია, როდესაც ადამიანი თავისი რწმენით ცხონდება?
ადამიანი შეიმეცნებს სამყაროს ერთ მთლიან სივრცეს, რომლის ცენტრშიც ყოველთვის, ნებსით თუ უნებლიედ მოთავსებულია დედმიწა. აქ იგულისხმება გეოცენტრიზმი არა ფიზიკური სახით, არამედ სულიერად, ადამიანის არსებობის გამო. ხალხთა ყოფაცხოვრებაში გაჩნდა კალენდრები, რომელთა რიტმშიც აისახებოდა და ერთიანდებოდა გარე კოსმოსი და ადამიანის შინაგანი სამყარო. ადამიანები აკვირდებიან ზეცას და წარმოსახავენ ზეციურ სფეროს, მასზე ვარსკვლავებს, სამყაროს ღერძს, ეკვატორს, ციურ მერიდიანებს და ა.შ. ზეციურ სხეულთა ჭვრეტა გვიშლის თვალწინ ღვთიური მადლისა და შემოქმედის სიბრძნის უკიდეგანობას. ბიბლიაში მოთვსებულ იობის წიგნში ღმერთი მიმართავს წმიდა იობს: „როდესაც მე შევქმენი დედამიწა ... ვინ დადვა საზომი მისი, უკეთუ იცი? ან ვინ მოიღო საზომი მის ზედა" (იობი 38, 5). ყველამ კარგად ვიცით, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და მას გააჩნია გარკვეული ზომა და წონა. დედამიწის წონა იმაზე ნაკლები რომ ყოფილიყო, ვიდრე არის, იგი მზის გარშემო ტრიალის დროს ძალიან დაშორდებოდა მას. მისი წონა არსებულზე მეტი რომ ყოფილიყო, ბრუნვისას მიუახლოვდებოდა მზეს. ორივე შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. ღმერთმა შექმნა ბუნებაში არსებული სინათლეც და დროც.