მასალის რაოდენობა კატეგორიაში: 2 ნაჩვენებია მასალა: 1-2 |
|
დალაგება:
თარიღით ·
დასახელებით ·
რეტინგით ·
კომენარებით ·
ნახვებით
დამატებულია: 30.11.2012 -2:42
ჩინური რელიგიები |
ნახვები: 1006 | დაამატა: jozif | თარიღი: 30.11.2012
ჩინური რელიგიები
„ჩინური რელიგიების" ცნებაში იგულისხმება კონფუციანელობა და დაოსიზმი, რომლებიც ბუდიზმთან ერთად ქვეყნის უდიდესი ნაწილისთვის ოფიციალურ რელიგიებად ითვლება. მათ ერთობას სანძიაო ეწოდება, რაც სამ რელიგიას ნიშნავს. როგორც სინოლოგები აღნიშნავენ, ამ სამი რელიგიის მიმდევართა რაოდენობის დადგენა ჭირს, რადგან მრავალი ჩინელი სამივე რელიგიისათვის დამახასიათებელ რიტუალებს ასრულებს. თუმცა კონფუციანელები მაინც ყველას სჭარბობენ. როგორც ერთი, ისე მეორე რელიგია ძვ. წ. აღ. VI ს-ში წარმოიშვა და ორივეს დამაარსებლად ისტორიული პიროვნება ითვლება, კერძოდ, კონფუცი (იგივე კუნ-ძი, კუნ-ფუ-ძი, ანუ მასწავლებელი კუნი. კონფუცი, კონფუციუსი ლათინიზებული ფორმაა და იგი პირველად იხმარა იეზუიტმა მატეო რიჩიმ, რომელმაც 1600 წელს იმოგზაურა ჩინეთში), რომლის დაბადების თარიღად 551 ან 555 წელს მიიჩნევენ, დაოსიზმის დამაარსებელი ლაოძი კი დაახლოებით 604 წ. დაიბადა.
|
დამატებულია: 30.11.2012 -2:54
ბუდიზმი |
ნახვები: 1222 | დაამატა: jozif | თარიღი: 30.11.2012
ბუდიზმი
ბუდიზმი ერთ-ერთი მსოფლიო რელიგიაა, რომელიც რამდენიმე ასეულ მილიონ მორწმუნეს აერთიანებს. იგი ჩრდილო ინდოეთში ჩაისახა ძვ. წ. VI-V საუკუნეებში. მისი დამაარსებელია საკიას ტომის უფლისწული სიდჰართა გაუტამა, ანუ საკია მუნი (განდეგილი საკიას ტომიდან). იგი დღევანდელ ქალაქ ბენარესის მახლობლად მდებარე ქალაქ კაპიტალავასტში დაიბადა. მამამისი საკიას ტომის მეფე სუდოგანა იყო. დედას მაია-დევი ერქვა. მამა სიდჰართას ფუფუნებით ზრდიდა და ყველანაირად უმალავდა ამ ქვეყნად არსებულ ტანჯვასა და უბედურებას, მაგრამ გაუტამამ ყოველივე ამის შესახებ მაინც შეიტყო. იგი შეაძრწუნა საკუთარმა ბედნიერებამ, მიატოვა სასახლე, მშობლები, ცოლი, ვაჟიშვილი და ამ ქვეყნის ბოროტების დასათრგუნავი საშუალების საძებნელად წავიდა. მან მრავალი მოძღვარი მოინახულა და, ბოლოს, ერთ ღამეს წმიდა ხის ქვეშ მყოფს ჭეშმარიტება ეუწყა, რის შედეგადაც იგი გახდა ბუდა და (სანსკ. ბუდდჰა - განათლებული, გასხივოსნებული, სხვიფენილი) ამის შემდგომად მან ხსნის შესახებ დაიწყო ქადაგება. მალე მას მრავალი მიმდევარი და მოწაფე გაუჩნდა (მათ შორის ყველაზე საყვარელი მოწაფე ანანდა იყო). ბუდა 80 წელს მიღწეული გარდაიცვალა. მისი ნეშტი თაყვანისცემის საგანი გახდა. ბუდას არაფერი დაუწერია, რამაც მისი მოძღვრების ირგვლივ დავა გამოიწვია. ჭეშმარიტების დასადგენად კრებებს იწვევდნენ, რომელთა შორისაც უმთავრესია ძვ. წ. 250 წ. პაშალიპუტრაში მეფე აშოკას დროს ჩატარებული კრება, რომლის დადგენილების ძალით ბუდიზმი, რომელიც მანამდე იდევნებოდა, სახელმწიფო რელიგია გახდა. ამ დროისათვის მოხდა ბუდას მოძღვრების წერილეობითი ფიქსაცია. ეს ნაწერები 3 ნაწილად - 3 ტიპიტიკად იყოფა (ტიპიტიკა - სიბრძნის კალათა): 1. სუტრა (მოძღვრება), 2. ვინაია (დისციპლინა) და 3. აბჰიდჰართა (მეტაფიზიკა). მეფე აშოკამ მისიონერები სხვა ქვეყნებშიც გაგზავნა ბუდიზმის გასავრცელებლად. თუმცა შემდეგ ინდოეთში ბარაჰმანიზმმა კვლავ მოიკრიბა ძალა და ბუდიზმი ძალზედ შეავიწროვა. დღეისათვის ინდოეთში მხოლოდ 4 მილიონამდე ბუდისტია, სამაგიეროდ იგი ყველაზე გავრცელებული რელიგიაა შრი-ლანკაში, მიანმაში (ყოფ. ბირმა), ტაილანდში, კამბოჯაში, ვიეტნამსა და ლაოსში. ბევრია ბუდისტი ჩინეთში, იაპონიასა და კორეაში, აგრეთვე, მონგოლეთში.
|
|