ორშაბათი, 21.07.2025, 23:58
kratsashvili.ucoz.com
ფორსაჟი 6 Fast & Furious 6შურისძიება და კანონი Sholayლიდერი Naayakბრიგადა Бригадаგასაყიდი სანტა / Rare Exports (2010 )საშობაო არდადეგები / Christmas Vacation (1989 )ღმერთის ქალაქი / City of God (2002 )ბუფო და სპალანზანი / Bufo & Spallanzani (2001 )რამპის ჩირაღდნები / Limelight (1952 )შეშლილი გული / Crazy Heart (2009 )ტანგო / Tango (1998 )ცხოვრება სიყვარულის გულისთვის / Aashiqui (1990 )იოგა ფეხმძიმე ქალებისთვის (2008 )იოგა მამაკაცებისთვის (2006 )ორფევრის სანაპირო / Quai des Orfevres (1947 )საღორე / Porcile (1969 )ენვის ფიტნესი / Envy (2007 )დაოსის მასაჟი (2009 )პირველი რაზმი / First Squad: The Moment Of Truth (2009 )მფრინავი მანქანა / The Flying Machine (2011 )
გადასვლა მარჯვნივ
გადასვლა მარცხნივ
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
ათეიზმი და რელიგია
არაქრისტიანული რელიგიები
კათოლიციზმი (პაპიზმი)
პროტესტანტული სექტები
სხვადასხვა აპოლოგიური წერილები
სხვადასხვა ცრუ-მოძღვრებანი

მინი-ჩეთი
200
თქვენი რეკლამა
რეიტინგული სურათები
გლობუსი
free counters
საიტის აქტივისტები
ნიკიფაილებიРепа
1 jozif010
2 nondie00
3 GioOo01
4 lelako40700
5 dachi00
6 jorjika00
7 სვანუკა01
8 jek000
9 HooLiGaN00
10 vachee00
სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0


სულ ონლაინში: 1
სტუმრები: 1
მომხმარებლები: 0
მთავარი » ფაილები » აპოლოგეტიკა » სხვადასხვა ცრუ-მოძღვრებანი

სპირიტიზმის შესახებ
08.01.2013, 21:26
სპირიტიზმი


ოკულტუზმი ბნელი, დემონური საქმიანობაა, რომლის მეშვეობითაც ადამიანები ეშმაკის ნებელობას მიეცემიან და უწმინდურ ძალასთან ამყარებენ კავშირს. ეს უძველესი საცთური XIX ს-ის II ნახევრიდან განსაკუთრებით გავრცელდა ჯერ აშშ-სა და დასავლეთ ევროპაში, შემდეგ კი სხვა ქვეყნებში, მათ შორის რუსეთსა და საქართველოშიც.

სპირიტიზმი გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობის შესახებ სწავლება გახლავთ.

მისი სახელწოდება ლათინური სიტყვა „სპირიტიუსისგან" წარმოდგება, რაც „სულს" ნიშნავს. ბიბლიის მიხედვით, გარდაცვლილთა სულებთან კონტაქტის დამყარებას ადამიანები უძველესი დროიდანვე ცდილობდნენ. ისტორიულ წყაროებშიც ვხვდებით ამგვარ ცნობებს. მაგალითად, რომის იმპერატორმა ვალენტიმ, რომელიც 364-378 წლებში იმპერიის აღმოსავლეთ ნაწილს განაგებდა, დააპატიმრებინა ორი სპირიტისტი - ჰილარიუსი და პატრიცია, რომლებიც, თურმე შეეცადნენ, ვალენტის გარდაცვალების წელი და მის მემკვიდრეთა სახელები შეეტყოთ. წამებისას ჰილარიუსი გამოტყდა, რომ მათ ხის მაგიდა გააკეთეს და ჩადგეს დიდ საქვაბეში, რომლის ნაპირებზეც ანბანის ყველა ასო იყო გამოსახული. მათ შეკითხვაზე მაგიდა ერთი ასოდან მეორისკენ გადაადგილდებოდა და ასე სცემდა მათ პასუხს. როდესაც სპირიტისტებმა ჰკითხეს, თუ ვინ შეცვლიდა ვალენტის, მაგიდამ „თ", „ე" და „ო" ასოებზე მიანიშნა. სპირიტისტებს ეგონათ, რომ ეს „თეოდორეს" ნიშნავდა და ჯადოქრობა შეწყვიტეს. ამ აღიარების შემდეგ ვალენტიმ ორივე სპირიტისტი სიკვდილით დასაჯა და ხსენებული თეოდორეც მათ გზას გაუყენა, მაგრამ შეცდა - მისი მემკვიდრე თეოდოსი უნდა გამხდარიყო.

უძველესი ჯადოქრობა - გარდაცვლილთა სულებთან ურთიერთობა - 1847 წელს ახალი ფორმით დაუბრუნდა ადამიანებს. ნიუ-იორკთან ახლოს, ერთ ამერიკულ ოჯახში, ორი გოგონა შინ მარტო დარჩა. უეცრად სახლში უცნაური კაკუნი გაისმა. ამ ხმას ვიღაც უხილავი გამოსცემდა. გოგონებს არ შეშინებიათ. ერთ-ერთმა მათგანმა გადაწყვიტა, მოჩვენებას გახუმრებოდა და თვითონაც დაიწყო კაკუნი. იდუმალმა არსებამ უმალვე უპასუხა. მაშინ გოგონამ სთხოვა უხილავ სტუმარს, თუ ადამიანი იყო, ერთხელ დაეკაკუნებინა, თუ სული - ორჯერ. დაუყოვნებლივ გაისმა ორი დარტყმა. ამან ძალზე დააინტერესა გოგონები, შემდეგ - მათი მშობლებიც, საბოლოოდ კი ეს ოჯახი მოჩვენებას - უწმინდურ სულს - კიდევაც დაუმეგობრდა. მერე და მერე მათ ამ დამღუპველ საქმიანობაში სხვებიც ჩაითრიეს. მალე ბნელ ძალებთან ურთიერთობის გამო ოჯახი ეკლესიიდან განკვეთეს. ისინი სხვა ქალაქში გადასახლდნენ. უხილავი „მეგობარიც" თან გაჰყვათ. იქ ოჯახმა სპირიტიზმის საჯარო სეანსების მოწყობა დაიწყო, სადაც სული პასუხს სცემდა დამსწრეთა შეკითხვებს. სეანსებზე ათასობით ადამიანი იყრიდა თავს. როდესაც ასეთი უჩვეულო ინტერესი დაინახა, ეშმაკმა კიდევ უფრო გაამდიდრა თავისი რეპერტუარი - სპირიტიზმის სეანსებზე იმქვეყნიური ხმები ისმოდა და გარდაცვლილთა გამოსახულებები ჩნდებოდა. ამას ერთვოდა არაერთი უცნაური მოვლენა: ტელეპათია, ტელეკინეზი... თანდათან სპირიტიზმით მეცნიერები და მწერლებიც დაინტერესდნენ, მათ შორის - არტურ კონან დოილიც. ის ტრაგიკულად დაღუპულთა სულებთან ამყარებდა კავშირს და ასე ცდილობდა მათი უბედურების მიზეზთა დადგენას. თავისი ახალი ნაწარმოებებისთვის სიუჟეტებსაც კი სესხულობდა.

ამჟამად ოკულტიზმის დემონურ ბადეში მილიონობით ადამიანია გახვეული. ყველაფერი კი ამერიკელი გოგონას ხუმრობით დაიწყო. აი, რატომ არის საშიში უბრალო ყურადღებაც კი ეშმაკის „სასწაულთა" მიმართ. გადაბრუნებული თეფშის ტრიალითა თუ მაგიდაზე კაკუნით ადამიანები თავს დიდ საფრთხეში იგდებენ.

თანამედროვე სპირიტიზმი - ეს მთელი მოძღვრებაა საიქიოსა და მასთან ურთიერთობებზე. იგი აცხადებს, რომ მატერიალური სამყაროს გარდა არსებობს სხვა, ასტრალური სამყაროც, რომელიც სიდიადითა და შესაძლებლობებით ჩვენსას აღემატება. ამ სწავლებაში ნათლად ჩანს ეშმაკის ძველი ხრიკი: „არა, თქვენ არ მოკვდებით... და თქვენ იქნებით ვითარცა ღმერთნი..." (დაბ. 3, 4-5), - რომლითაც მან პირველი ადამიანები აცდუნა.

ეკლესიის სწავლების თანახმად კი, ადამიანს ეკრძალება იმქვეყნიურ სამყაროში ჩახედვა. თუკი ღმერთს რამე აქვს სათქმელი თავის ქმნილებათათვის, თვითონვე შეატყობინებს მას ანგელოზთა ანდა წინასწარმეტყველთა პირით. ქრისტეს ეკლესიას აქვს ბიბლია და მფარველობს სულიწმიდა, რომლის მეშვეობითაც უფალი თავის მოშიშებთან ამყარებს კავშირს (იოანე 14, 17-26).

ინფორმაცია, რომელიც სპირიტიზმის საშუალებით ხდება ცნობილი, ხშირად სიმართლეს შეიცავს, მაგრამ ამ სიმართლეს მზაკვრული საფუძველი უდევს: ადამიანს ერთი ამბის შეტყობის შემდეგ მეორის, მესამის გაგების სურვილი უჩნდება და ბოლოს მთლიანად იმქვეყნიური სამყაროდან მიღებულ ინფორმაციაზე ხდება დამოკიდებული, სწორედ ისევე, როგორც ნარკომანი ნარკოტიკზე. კაცი, ვინც ერთხელ მაინც გამოიძახა ქვესკნელიდან უწმინდური სული, უფრო და უფრო ძლიერ ეფლობა სპირიტიზმში და მისგან თავის დაღწევა არ ძალუძს. ამასთანავე, თუკი ქვესკნელიდან მიღებული ინფორმაცია ცრუ აღმოჩნდება ან თუ ავი სული რაიმე ცუდს იწინასწარმეტყველებს, ადამიანი შიშსა და შფოთში იწყებს ცხოვრებას, რაც, როგორც წესი, ფსიქიურ აშლილობამდე მიდის. ამგვარად, სპირიტიზმით გატაცება ადამიანს ამქვეყნადვე დიდ საფრთხეს უქადის.

* * *


დაბოლოს, ეჭვი რომ არავის შეეპაროს სპირიტიზმის დამღუპველ ზემოქმედებაში, მოვიყვანთ ამონარიდებს ბიბლიიდან, სადაც უფლის ნათქვამი მოსე წინასწარმეტყველის ხელით არის ჩაწერილი:

1) იცოდით, რომ ღმერთმა ისრაელს დაუბარა, ცოცხალი არ დაეტოვებინათ არავინ, ვინც ჯადოქრობას ეწეოდა? „ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო" (გამოს. 22, 17).

2) იცოდით, რომ სულებთან ანდა მკვდრებთან კავშირი ბილწავს ადამიანს, მას აღარ ძალუძს ღვთის წინაშე წარდგომა და თაყვანისცემა? „ნუ მიმართავ მესულთანეებსა და მჩხიბავებს, ნუ გაიუწმინდურებ თავს, მე ვარ უფალი თქვენი ღმერთი" (ლევ. 19, 31).

3) იცოდით, რომ ღმერთმა მოაკვდინა ყველა, ვინც კი დახმარებისათვის მედიუმს (ჯადოქარს) მიმართა? „თუ ვინმე ჯადოქრებსა და მკითხავებს მიმართავს, რომ მათ კვალზე იუკუღმართოს, მე პირს მივაპყრობ მას და მოვკვეთ თავისი ხალხის წიაღიდან" (ლევ. 20, 6).

4) იცოდით, რომ ძველი აღთქმის ეპოქაში, ღვთის განჩინებით, ჩაქოლვა ელოდა ნებისმიერს, ვინც სულებს იძახებდა? „თუ ვინმე აღმოჩნდა თქვენში ჯადოქარი ან მკითხავი, კაცი იქნება თუ ქალი, უნდა მოკვდეს, ქვებით ჩაქოლონ, მათზეა მათი სისხლი" (ლევ. 20, 27).

5) იცოდით, რომ ჯადოქრობა, შელოცვა, მკითხაობა, ნეკრომანტია (მკვდრების გამოძახება - შავი მაგიის ერთ-ერთი სახეობა) და ქირომანტია (ხელისგულის ხაზებზე მკითხაობა) სპირიტიზმთან არის დაკავშირებული და ღვთისგან ისჯება? „ნუ იქნება შენს შორის თავისი ვაჟისა და ასულის ცეცხლში გამტარებელი (გაიხსენეთ ჩვენში არსებული ე.წ. ჭიაკოკონობის ჩვეულება - ლ.მ.), ჯადოქარი, მომნუსხველი, მარჩიელი, მსახვრალი, გრძნებათა შემკვრელი, მესულთანე, მჩხიბავი და მკვდართა გამომკითხველი" (II რჯ. 18, 10-11).


კატეგორია: სხვადასხვა ცრუ-მოძღვრებანი | დაამატა: jozif | ტეგები: ცრუ-მოძრვრებანი, სხვადასხვა, შესახებ, სპირიტიზმის
ნანახია: 1088 | ჩამოტვირთვები: 0 | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0

მსაგავსი მასალა "სპირიტიზმის შესახებ"
მსგავსი მასალა აღებულია ტეგებიდან: ცრუ-მოძრვრებანი, სხვადასხვა, შესახებ, სპირიტიზმის

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
მინი პროფილი
ორშაბათი
21.07.2025
23:58


ძებნა
TOP ონლაინ ფილმები
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო...
ონლაინ ფილმები: შიშვლები და სასაცილოები. საახალწლო... კატეგორია:
რუსეთი
თარიღი: 16.12.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3820
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 )
ონლაინ ფილმები - კომა / Lying in Wait (2001 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 14.11.2012
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3605
კომენტარები: 0
შურისძიება და კანონი Sholay
შურისძიება და კანონი  Sholay კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.07.2013
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3573
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ...
ონლაინ ფილმები: ბარბი: ჯადოსნური შობა / Barbie: A ... კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 12.12.2011
რეიტინგი: 6.0\6
ნახვები: 3332
კომენტარები: 0
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 )
ჩრდილთან ბრძოლა 3D: უკანასკნელი რაუნდი (2011 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 21.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 3306
კომენტარები: 0
ტროა / Troy (2004 )
ტროა / Troy (2004 ) კატეგორია:
ბოევიკი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 5.0\5
ნახვები: 3302
კომენტარები: 0
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 )
სექსის წესები 2: ბედნიერი / Happy Endings (2004 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 14.12.2011
რეიტინგი: 3.0\3
ნახვები: 3260
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2951
კომენტარები: 0
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A...
ჟანა დარკი / The Messenger: The Story of Joan of A... კატეგორია:
ბიოგრაფია
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2913
კომენტარები: 0
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 )
მაიმუნის ნიღაბი / The Monkey's Mask (2000 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 27.11.2011
რეიტინგი: 0.0\0
ნახვები: 2753
კომენტარები: 0
რეიტინგული ფილმები
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 )
სასტიკი თამაში / The Crying Game (1992 ) კატეგორია:
თრილერი
თარიღი: 30.01.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1993
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 )
ონლაინ ფილმები - ლეოს თავგადასავალი / The story of Leo (2004 ) კატეგორია:
ანიმაცია
თარიღი: 22.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1879
კომენტარები: 0
წარსულიდან / Out of the Past (1947 )
წარსულიდან / Out of the Past (1947 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1476
კომენტარები: 0
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 )
იდუმალი მკვლელობა მანხეტონში / Manhattan Murder Mystery (1993 ) კატეგორია:
დეტექტივი
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1682
კომენტარები: 0
Хуторянин / Farmers (2013 )
Хуторянин / Farmers (2013 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 03.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1493
კომენტარები: 0
განაჩენი / The Verdict (1982 )
განაჩენი / The Verdict (1982 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 15.02.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1757
კომენტარები: 0
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 )
სახლი სადაც ამბობენ კი-ს / The House of Yes (85 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 24.11.2011
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1648
კომენტარები: 0
დიდი მამა / Big Daddy (1999 )
დიდი მამა / Big Daddy (1999 ) კატეგორია:
კომედია
თარიღი: 02.07.2013
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1588
კომენტარები: 0
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 )
ონლაინ ფილმები - სამშვიდობოები / Guerreros (2002 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 19.11.2012
რეიტინგი: 9.0\9
ნახვები: 1473
კომენტარები: 0
ტიტანიკი / Titanic (1997 )
ტიტანიკი / Titanic (1997 ) კატეგორია:
დრამა
თარიღი: 26.11.2012
რეიტინგი: 8.0\8
ნახვები: 2951
კომენტარები: 0
ამინდის პროგნოზი
www.kratsashvili.ucoz.com © 2025
>