ჩვენს ნარკვევს ლოცვის სიტყვები წავუმძღვაროთ, ლოცვისა, რომელსაც ამბობს ხატმწერი საქმის დაწყების წინ:
შენ მეუფეო და ღმერთო ყოველთაო, განანათლენ და განაბრძენ სული, გული და გონება მონისა შენისა და წარმართე ხელი მისი, რათა უცოდველად და ჩინებულად გამოსახოს ცხოვრება შენი, ყოვლადწმიდისა დედისა შენისა და ყოველთა წმიდათა, სადიდებლად ყოვლად წმიდისა სახელისა შენისა, სამკაულად წმიდისა შენისა ეკლესიისა და მისატევებლად ცოდვათა ყოველთა სულით თაყვანისმცემელთა და სასოებით ამბორისმყოფელთა წმიდათა ხატთა შენთათა, ვითარცა პირველსახეთა შენთა. ამინ.
თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლესიათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს (უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II)